პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის საკითხები, რომელსაც არ ეთანხმება:
„ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილება არის კარგი, ღონიერი სილა და ალიყური „ქართული ოცნებისთვის“, აბსოლუტურად დამსახურებული, თუმცა, ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის საკითხები, რომელსაც არ ვეთანხმები არავითარ შემთხვევაში. პირველი, მაგალითად ის, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ვენდეტა სააკაშვილის წინააღმდეგ. რეალობას თუ შევხედავთ, ძალით არავის ჩამოუყვანია სააკაშვილი, თვითონ ამბობს, რომ ჩამომიტყუესო, უშიშროებამ რუსეთის, უშიშროებამ უკრაინის. მან დაუშვა ღრმა, პოლიტიკური შეცდომა“
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო
კომენტარები