პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
ისე ამ თერთმეტი წლის წინ, ანუ 2012 წლის ოქტომბერში ვინმეს რომ ეწინასწარმეტყველა: მოვა დრო და მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდი მაგინებელი თამარ ჩერგოლეიშვილი გახდება და ყველაზე დიდი მაქებარი გუბაზ სანიკიძეო, იმას ხომ ცალკე გუბაზი აგინებდა, ცალკე თამარა და დანარჩენები ყველანი დავცინებდით არაადეკვატური ფანტაზიების გამო?
დაახლოებით ის ამბავია, თერთმეტი წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე დიდი მაგინებელი თეა წულუკიანი რომ გახდეს და ყველაზე დიდი მაქებარი გიორგი ბარამიძე
ერთხანს ვიფიქრე რა უაზრობას ვწერ მეთქი, მაგრამ იყოს აქ ყოველ შემთხვევისთვის და თერთმეტი წლის შემდეგ გადავამოწმოთ.
კომენტარები