• რეკლამა
  • კონტაქტი
06:40, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილის ოჯახი, თურნავა, „რიჟა“, თორნიკე რიჟვაძე – რა სია გაუგზავნეს მარკო რუბიოს, აშშ-ის მომავალ სახელმწიფო მდივანს

ალია ავტორი - ალია
21:09 01-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,602

კოლაჟი – მთავარი არხი

რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც „ქართული ოცნების“ „ავტორიტარული მმართველობის, არჩევნების გაყალბებასა“ და „ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძისკენ საქართველოს გადახრის“ შესახებ ატყობინებენ მას.

ამავე წერილში, რომელიც კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, 2025 წლის 9 იანვარს გაეგზავნა რუბიოს, ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნეს სცენაზე მყოფი 26 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enalbers] ქსელი“, – რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

სიაში, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო მდივნად დასახელებულ მარკო რუბიოს გაუგზავნეს, არიან:

„ივანიშვილის ოჯახისა და ახლო წრის წევრები“:

ეკატერინა ხვედელიძე, ივანიშვილის ცოლი
ალეკო ივანიშვილი,
შმაგი კობახიძე
უჩა მამაცაშვილი

„ქართული ოცნების“ ლიდერები, მინისტრები და სახელმწიფო თანამდებობის პირები:

ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
კახა ბექაური – კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე;
თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის მეთაური
გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის უფროსი
ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრი
კახა კალაძე, თბილისის მერი
ირაკლი კობახიძე – წერილში მოხსენიებულია როგორც „დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი“;
ასევე, ლაშა ნაცვლიშვილი – მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“
ვასილ მაღლაფერიძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი. მოხსენიებულია, როგორც „პარტიის იდეოლოგი“;

„კორუმპირებული ფინანსური „გამაძლიერებლები“ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის მედიიდან:

ირაკლი რუხაძე, „იმედის“ მფლობელი (აშშ-ის მოქალაქე)
სოსო ფხაკაძე, „ვისოლის“ დამფუძნებელი
ხვიჩა მაქაცარია
ირაკლი გილაური – „საქართველოს კაპიტალის“ (Geo Capital) დირექტორი;
ვანო ჩხარტიშვილი
სულხან პაპაშვილი
გიორგი კაპანაძე („რიჟა“)
ილია წულაია, „არქის“ დამფუძნებელი
ნოშრევან ნამორაძე
ვიქტორ ჯაფარიძე, „პოსტივის“ მფლობელი, პარლამენტარი

მოსამართლეები

მიხეილ ჩინჩალაძე
ლევან მურუსიძე.

წერილი მიმოიხილავს საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, – წინასააჩევნო გარემოს, სადავო არჩევნებს, პრო-ევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებს, მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას და მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების დევნას.

„მართალია, შეერთებულმა შტატებმა შესაქები ნაბიჯები გადადგა ივანიშვილის სანქცირებით, აუცილებელია, აღიარებულ იქნას, რომ მის ძალაუფლებას ამყარებს „მაცოცხლებელთა“ ქსელი“, – წერია მიმართვაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved