• რეკლამა
  • კონტაქტი
20:20, სამშაბათი, 20 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანიშვილის მონების კანტორამ დიქტატურისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, ე. წ. ოპოზიცია ამჯერადაც ჩუმადაა – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
14:17 04-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომრაძე:

“ბოროტმოქმედთა და მავნებელთა ერთობამ, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ჰქვია, დღეს მორიგი მავნებელობა ჩაიდინა. კერძოდ, იურიდიულმა კომიტეტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ა/ს კოდექსში“ შესატან ცვლილებებს. რის მიხედვითაც:

1. წვრილმანი ხულიგნობა 500 – დან 1000 ლარამდე ჯარიმით, ან 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.

იგივე ქმედების გამეორება უკვე 1 500-დან 2 000 ლარამდე ჯარიმით, ან 7 დღიდან 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება.

2. სამართალდამცველის დაუმორჩილებლობა 2000 –დან 3000 ლარამდე ჯარიმით, ან 15 დღით

ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება.

იგივე ქმედების გამეორება უკვე 3 500-დან 4 500 ლარამდე ჯარიმით, ან 10 დღიდან 15 დღემდე პატიმრობით დაისჯება.

ხვდებით ხომ ამ კანონს ახლა დაჩქარებული წესით რატომ იღებენ, მოახლოებული საპროტესტო აქციების დროს? როგორც ვხედავთ, ივანიშვილის მონების კანტორამ დიქტატურისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ე. წ. ოპოზიცია ამჯერადაც ჩუმად არის, ისევე როგორც შარშან იყო ჩუმად, როდესაც პარლამენტმა განმეორებით კომენდანტის საათის დარღვევაზე 6 წლიანი პატიმრობა მიიღო, საკუთარი უფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე კი მთავრობას გადააბარა და სხვა მავნებლობები აქცია კანონად…

ალბათ გაინტერესებთ ვინ არიან ამ კანონის ინიციატორები, ქვეყანა ხომ უნდა იცნობდეს თავის “გმირებს”: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი.

დიახ ეს ის კახა კახიშვილია, ერი რომ ხშირად ლოცავს ხოლმე და მისი პარლამენტში ხილვა ეიმედებოდა და დიდ პერსპექტივად მიაჩნდა…”

თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved