• რეკლამა
  • კონტაქტი
01:41, ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილია პირველი მოღალატე და ფოკუსი ივანიშვილისკენ უნდა გვქონდეს მუდმივად” – სანაია

ალია ავტორი - ალია
01:03 03-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,153

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

“ივანიშვილს, ღარიბაშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს, კალაძეს, ხუნდაძეს, ყაველაშვილს… საერთოდ ხელი როგორ უნდა ჩამოართვას ვინმემ ?! როგორ შეიძლება, საერთოდ მოახერხონ აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე მონაწილეობა ?!

ამას ივანიშვილიც კარგად ხვდება.

ესენი უკვე გამოუსადეგარი ხალხია. სავარაუდოდ ივანიშვილი ახლა ფიქრობს, რომ ეს მარიონეტები საერთოდ მოაცილოს ან მაქსიმალურად მიფარებულში დამალოს. ოღონდ ეს ისე უნდა გააკეთოს, შიდა რყევები აირიდოს თავიდან.

ყველა მარცხის მერე მმართველი ასპარეზზე ახალი მარიონეტების გამოყვანას იწყებს, ჰგონია რა, რომ განტევების ვაცები თავად მას დანაშაულს ჩამორეცხავენ და თვითონ გადარჩება. ისტორიული გამოცდილებით, ასეთი ნაბიჯი რეჟიმის დაცემის მოახლოების უტყუარი ნიშანია, მაგრამ ამასთან, ძალაუფლების გარკვეული პერიოდით შენარჩუნების გახანგრძლივებას ემსახურება.

გარდა ამისა, როგორც კი კოსმეტიკური ცვლილებები ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, რეჟიმი დაიწყებს რესტავრაციას რეაქციის გზით ანუ მოწინააღმდეგეების სასტიკ დასჯას. ამას ექნება არა მხოლოდ ,,ძველი დიდების” აღდგენის ხასიათი, არამედ უფრო სასტიკი ინდივიდუალური შურისძიების ფორმა, ვიდრე იმ ,,ძველ დიდებამდე” იყო. ერთი სიტყვით, უარესს გააკეთებს, ვიდრე აქამდე აკეთებდა.

რა მუშაობს ხალხის სასარგებლოდ და ივანიშვილის საწინააღმდეგოდ დღევანდელ ვითარებაში – პოლიტიკური კალენდარი იმგვარია, რომ ოპოზიციასა და საზოგადოებას სხვადასხვა ფორმით ძლიერი პრესინგისა და დღის წესრიგის კარნახის საშუალებას აძლევს. იმდენად დატვირთული კალენდარი და იმდენად მნიშვნელოვანი საკითხებია, სადაც წნეხი უნდა იყოს ხელისუფლებაზე, ამის განიავება დანაშაულის ტოლფასია ! ქართულ ოცნებას თავის წამოწევის საშუალება არ უნდა მიეცეს !

თავად ივანიშვილია პირველი მოღალატე და ყველა, ვინც მასთან ითანამშრომლებს და თანამდებობებზე დანიშნავს, ზუსტად იგივენი იქნებიან, რაც დღეს არიან კობახიძეები, მდინარაძეები და ასე შემდეგ. განსხვავება არაა. ფოკუსი ივანიშვილისკენ უნდა გვქონდეს მუდმივად, რომ კოსმეტიკური ცვლილებებით ფონს ვერ გავიდეს.

,,ქართული ოცნება” – რუსული ხელიაუფლება, მოღალატეების ხელისუფლება, რუსები – კატასტროფა სახელი დაარქვა ხალხმა ივანიშვილს. ეს განაჩენია, რომელსაც აღსრულება სჭირდება.

აუცილებელია მტკიცე და ცხადი სტრატეგია !”

თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved