• რეკლამა
  • კონტაქტი
10:46, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილი მიშასგან ამ პირობის მიღებას ელოდება! – ფული იქნება მიშასთვის, ბიძინა გადაიხდის ამ ფულს” – ინტერვიუ

ალია ავტორი - ალია
21:43 11-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
578

თამო კეშელავა

„ალიას” ესაუბრება უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს და ვინაობის გამჟღავნება, გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს.

რაც შეეხება ბიძინას – მან ზუსტად იცის, რომ მიშა ისევ თავის თავზე აიღებს ბოლო ნაბიჯებს, როგორც 2003 წელს. იგი ამისთვის მზადაა, მეტიც, მგონია, პირდაპირ ჩაერთვება პროცესში. ახლა ოპოზიციაში განხეთქილებაა, ნიკა მელია ვერ აღმოჩნდა ის პირი, რომელიც პირველი იქნება, პარტიაში არ ჩანს ფულიც, რატომ? აღარ აქვს ხაზარაძეს ფული, გაუთავდა? თუ არ სურს ისეთი ნაბიჯების დაფინანსება, რომელიც მისთვის, როგორც ბიზნესმენისთვის არ იქნება მომგებიანი? არავის დაავიწყდეს, რომ მიშას 2003 წელს იმ სამიდან (სააკაშვილი, ბურჯანაძე, ჟვანია) ყველაზე ნაკლები ფული ჰქონდა, მეტიც, საერთოდ არ ჰქონდა ფული, მაგრამ მაინც გააკეთა ის, რაც გააკეთა და მერე დააფინანსა იგი და მისი ხელისუფლება ამერიკამაც და ევროპამაც. ყველაფერი რომ დასრულდა, მერეღა მოიკითხა ჟვანიამ, აბა, მეო? მაგრამ მიშას უკვე დალეული ჰქონდა ის ჩაი… ბიძინა თავის გამოსავალს ძალიან მარტივად იპოვის, ის ისე ბუფერულად შეცვლის ხელისუფლებას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს სააკაშვილის გუნდი და არა – სააკაშვილი, ახლა ესაა, რისი პირობაც მიშასგან ბიძინას უნდა.

ოპოზიციის ნაწილი ახლაც მზადაა გამოეყოს ნიკა მელიას და დამოუკიდებლად იმოქმედოს, მაგრამ ამისთვის მათ ორი რამ სჭირდებათ, ფული და სააკაშვილის თანხმობა, სააკაშვილი ჯერ არც ერთს აძლევს და არც მეორეს.

მაინც საიდან უნდა მოიტანოს სააკაშვილმა ფული? – ძალიან უცნაურ რამეს გეტყვით ახლა, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, რომ მიშა სწორედ ბიძინას ფულით მოვიდეს. ბიძინა ისეა დავალებული მიშასგან არაერთხელ და განსაკუთრებით ბადრი პატარკაციშვილის საქმით (და ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი), რომ მან კიდევ არაერთხელაც რომ დააფინანსოს მიშა, გასაკვირი სულაც არ იქნება.

მით უფრო, ყველამ ნახა, როგორ მოექცა მიშა შევარდნაძეს, დააბრძანა კრწანისში, რა შეუშლის ხელს, რომ ბიძინა დააბრძანოს აბასთუმანში და არ შეეხოს? იტყვის, აი, ჩემი ტოლენატობის კიდე ერთი გამოვლინებაა ესაო და ტაშს დაუკრავენ. შერიგდებიან მიშა და ბიძინა და და ეგ იქნება. გასარკვევი დარჩება, ვინ დაიჭირონ „ოცნების“ გუნდიდან და ვინ  – არა. ვის მოატანინონ წაღებული ფული უკან და რამდენი? ბიძინა თავის მილიონებს რომ ითვლის და სასამართლოში აქვს საქმე, რამდენი მოიპარეს მისმა ქვეშევრდომებმა საქართველოს ბიუჯეტიდან, გგონიათ არ აქვს დათვლილი? დათვლილიც აქვს და შენახულიც აქვს ეს ინფორმაცია. როგორ გგონიათ, ე.წ. ჟურნალისტური გამოძიებები რომ ქვეყნდება და ლამის გრიფით საიდუმლო დოკუმენტები გამოდის გარეთ, ეს ჟურნალისტები ფანტომასები კი არ არიან, ეს დოკუმენტები გამოდის იქედან, სადაც ინახება და გამოაქვს იმას, ვინც ინახავს. ასევეა ყველა დოკუმენტი მოპარულ ბიუჯეტზე, სახელმწიფოს ხარჯით ნაშოვნ მილიონებზე – ყველა, ვის ქონებაზეც ახლა გამოქვეყნდება მასალები – პირდაპირი გაგებით, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.

ახლა ბიძინა და მიშა ერთად გადაწყვეტენ, ვინ გაუშვან სახლში ცალი კალოშით, ვის გაატანონ ორივე კალოში და ვინ დატოვონ კოალიციასთან ერთად. ასე რომ, ფული იქნება მიშასთვის, ბიძინა გადაიხდის ამ ფულს.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიმიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved