ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით მეორე მოსმენის მხარდაჭერას ეხმაურება:
„ივანიშვილი კუთხეში მომწყვდეულია. თუ მესამე მოსმენითაც მიიღებს ამას და გამოუშვებს პოლიტპატიმარ რურუას, ეს იქნება ქვეყნისთვის სიტუაციის ნორმალიზაცია. მერე უნდა იყოს ნორმალური საარჩევნო კამპანია და მერე უნდა შეეგუოს ამომრჩევლის ვერდიქტს. დარწმუნებული ვარ მისთვის იქნება უარყოფითი, ანუ მოხდება მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება.
თუ რომელიმე კომპონენტს არ შეასრულებს, ამის მძიმე ფასს გადაიხდის. ჩვენ არ გვინდა ეს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ლეგიტიმური წნეხით, ნაკლები ზიანი მიაყენოს ქვეყანას. ამის დასტურია დღევანდელი კენჭისყრა. ცუდი სცენარისთვისაც მუდმივად მზად უნდა ვიყოთ, მაგრამ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ქვეყანას ნაკლები ზიანი მიაყენოს, როგორც ეს დღეს მოხდა“
კომენტარები