• რეკლამა
  • კონტაქტი
01:12, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის 70 პროცენტი წყდება ქვეყნის გარეთ” – ლევან სანიკიძე

ალია ავტორი - ალია
18:01 12-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა”

„ამ ქვეყანაში ოპოზიციონერი ნიშნავს გადისიდენტებულ ადამიანს, რომელიც მოყოლილია ხელისუფლების რეპრესიების ქვეშ. ივანიშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირება მარტო ქუჩაში არ გადის. ჩემი ღრმა რწმენით, ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის ბევრად მნიშვნელოვანი ბერკეტი – 70 პროცენტი წყდება გარეთ, დანარჩენი 30% შიგნიდან. ტალღას აქვს თავისი ლოგიკური მომენტი, რომელსაც სჭირდება მზადება. მგონია, რომ ჩვენ ამ პერიოდში ვართ. არ მაქვს შეგრძნება, რომ ხვალ 200 ათასი კაცი გამოვა. ბიძინა ივანიშვილს მთავარი შიში აქვს ქვეყნის გარეთ. ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო გუნდზე მეტს არავინ აკეთებს. ეს არის პარტიის თავმჯდომარე, საგარეო მდივანი, მიხეილ სააკაშვილის კონტაქტები. არავის გამოუვა, დიდი ოპოზიციური გაერთიანება შედგეს და „ნაციონალური მოძრაობა“ იქ არ იყოს. ჩვენი თვითმიზანი არ არის ბანერის წინ გამოჭენება. ერთ კადრს ვერ ნახავენ, სადაც ასე მივდივარ. ეს არ არის ჩემი თვითმიზანი. მითხარით სალომე ზურაბიშვილის ბოლო საერთაშორისო დიდი ვიზიტი ან ვის ჩამოართვა ხელი, ვის ესაუბრა, სად გააჟღერა ხალხის ხმა. მას ჰქონდა ეს მომენტი, ეს მომენტი იყო საპარლამენტო არჩევნების გაყალბებიდან პირველი 3-4 თვე, მაშინ, როდესაც მთელი ოპოზიცია შეკრული იყო მის გარშემო. სარგებლობდა არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის ატრიბუტიკით, არამედ ოპოზიციის საერთო ატრიბუტიკით – ოთხივე ბარიერგადალახული კოალიცია ვამბობდით, რომ ლიდერია ეს ქალი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი“

როგორც ლევან სანიკიძემ აღნიშნა, „სალომე ზურაბიშვილი ამჟამად არის მარტო“.

„ის არ წარმოადგენს არც „ლელოს“ პოზიციას, არც გახარიას გუნდის, არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც დანარჩენებისგან გამიგია, ლიდერად გამოეცხადებინოთ“, – განაცხადა სანიკიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved