• რეკლამა
  • კონტაქტი
02:32, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ივანე ბურდული მამაცი შვილების აღზრდისთვის, მადლობას უხდის ომში დაღუპული გმირების მშობლებს

ალია ავტორი - ალია
17:25 08-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244

წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ივანე ბურდული მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს, გამოცემა თაიმერის ცნობით, სოფელ ჯგალში “აგვისტოს ომში” დაღუპული გმირის, კობა ხარჩილავას საფლავზე იმყოფებოდა.

მათ პატივი მიაგეს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას:

“დღეს 7 აგვისტოა და 17 წლის წინ სწორედ, ამ დღეს, რუსეთმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები საქართველოში. ის, შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და დაიკავა ჩვენი ტერიტორიები. ჩვენი სამხედროები, რა თქმა უნდა, მედგრად ებრძოდნენ მტერს და საკადრისი პასუხი გასცეს მათ. დაღუპულ გმირთა შორის იყო წალენჯიხელი კობა ხარჩილავაც, რომლის საფლავზეც დღეს მოვედით, რათა პატივი მივაგოთ მის ხსოვნას და მადლობა გადავუხადოთ მის მშობლებს იმისათვის, რომ ასეთი ადამიანი აღზარდეს”, – განაცხადა წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

ივანე ბურდულმა, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული წალენჯიხელებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ წალენჯიხა გახდა მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი.

“ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მრავალი წალენჯიხელი ემსხვერპლა, ასევე, რუსეთ-უკრაინის ომს და წალენჯიხა მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო, თავისი ქვეყანა და არჩევს მტერსა და მოყვარეს. ამ ადამიანებმა იციან ვინ არის ჩვენი ქვეყნის მტერი ,ვინ არის ქვეყნის მოყვარე და შესაბამისად უმკლავდებიან ყველა მათგანს. დიდება საქართველოს, დიდება გმირებს და მადლობა მათ თავი რომ შესწირეს ჩვენს ქვეყანას”, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, 170 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 23 ოფიცერი, 136 კაპრალ/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და 1 სამოქალაქო პირი – ეს აგვისტოს ომის გმირების მონაცემებია, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში 17 წლის წინ ჩაიწერა.

5 დღიანმა ომმა ასევე შეიწირა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, გარდაიცვალა 14 პოლიციელი, დაიჭრა 1 747 ადამიანი.

საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადამიანმა.

დღემდე დევნილის სტატუსს ატარებს 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი საცხოვრებელი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი.

 

“ჩვენ, რუსეთს ბოდიშს არ მოვუხდით… ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცი შვილი გავზარდე” – კობა ხარჩილავას დედა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved