• რეკლამა
  • კონტაქტი
12:12, პარასკევი, 21 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენ, რუსეთს ბოდიშს არ მოვუხდით… ვამაყობ, რომ ასეთი ვაჟკაცი შვილი გავზარდე” – კობა ხარჩილავას დედა

ალია ავტორი - ალია
16:10 08-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,231

“ჩვენ რუსეთს ბოდიშს არ მოვუხდით, ჩვენ უნდა მოვუხადოთ ჩვენს გმირ შვილებს ბოდიში, რომ რუსებმა იმქვეყნად გაამგზავრეს, დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს!” – ასე გამოეხმაურა, აგვისტოს ომში დაღუპული, კობა ხარჩილავას დედა, დარეჯან ჩაჩიბაია რუსეთ-საქართველოს ომის 17 წლისთავს.

გმირის დედა “თაიმერთან” საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ დაღუპული გმირების სისხლი ამაო არ იქნება.

“ჩვენ, რუსეთს ბოდიშს არ მოვუხდით, ჩვენ უნდა მოვუხადოთ ჩვენს გმირ შვილებს ბოდიში, რომ რუსებმა იმქვეყნად გაამგზავრეს, დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს! ყველა ვაჟკაცის ხსოვნა და მოგონება ყოფილიყოს, ვინც საქართველოს მთლიანობას შესწირა თავი და ამაო არ ყოფილიყოს ჩვენი შვილების სისხლი! ჩემმა შვილმა კონტრაქტს მოაწერა ხელი და 2008 წლის აგვისტოს მოხდა ის, რაც მოხდა. მე ვამაყობ იმით, რომ ასეთი ვაჟკაცი შვილი გავზარდე. მე ვარ გმირი შვილის დედა და მეამაყება ჩემი შვილი”, – აღნიშნა კობა ხარჩილავას დედამ.

შეგახსენებთ, რომ 170 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 23 ოფიცერი, 136 კაპრალ/სერჟანტი, 1 რიგითი, 9 რეზერვისტი და 1 სამოქალაქო პირი – ეს აგვისტოს ომის გმირების მონაცემებია, რომელიც საქართველოს უახლოეს ისტორიაში 17 წლის წინ ჩაიწერა.

5 დღიანმა ომმა ასევე შეიწირა 228 მშვიდობიანი მოქალაქე, გარდაიცვალა 14 პოლიციელი, დაიჭრა 1 747 ადამიანი.

საკუთარი საცხოვრებელი სახლი დატოვა 150 000-მდე ადამიანმა.

დღემდე დევნილის სტატუსს ატარებს 30 000-მდე პირი. განადგურდა 35 ათასი საცხოვრებელი სახლი. მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. ოკუპირებულია 5 ხეობა და 125 სოფელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved