• რეკლამა
  • კონტაქტი
17:14, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,იცით რა არის ერთ ერთი მიზეზი, რის გამოც ვართ ამ დღეში?“ – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:34 08-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

,,იცით რა არის ერთ ერთი მიზეზი, რის გამოც ვართ ამ დღეში? დღეს დილით გადავაწყდი ერთი სპორტული საიტის მასალას, სადაც ჟურნალისტი აჟიტირებული წერს სტატიას, ქართველი წყალბურთელების ფენომენალურ შედეგებზე!

ხაზი მინდა გავუსვა, რომ წყალბურთელებთან ნული პრეტენზია! პირიქით, საერთოდაც მიმაჩნია, რომ ყველაზე წარმატებული სათამაშო სახეობაა საქართველოში იმ პირობებიდან გამომდინარე რაც წყალბურთშია. ყველაფერს რომ თავი გავანებო, საქართველოში რამდენი აუზიცაა, იმდენი ერთ საშუალო ევროპულ ქალაქშია ხოლმე! ამიტომ ჩემი პატივისცემა მათ, ვინც ქართული წყალბურთი ამ სიმაღლეებზე აიყვანა. სწორედ ამ ხალხის შრომის შედეგია, რომ დღეს წყალბურთი ერთ ერთი იმ იშვიათ სათამაშო სახეობებს შორისაა, რომელიც უფრო განვითარებულია ჩვენთან, ვიდრე ეს სსრკ-ს დროს იყო.

სტატაია ეძღვნებოდა ჩვენმა ოცწლამდელთა ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენებმა მართლა მოიგეს სამი შეხვედრა ლიტვასთან, პორტუგალიასთან და ფინეთთან. ოღონდ ჟურნალიტის არც იმას წერს, რომ ეს ყველაფერი ხდება ევროპის ყველაზე სუსტ ბ ლიგაში, ამ სამ მოგებულზე რომ წერ, იმავე ტურნირზე პირველი თამაში რუსებთან 11-21 რომ წავაგეთ, იმაზე დუმს, ეს სამივე ნაკრები, ვისაც მოვუგეთ, ევროპული წყალბურთის უიმედო აუტსაიდერია რომაა, ესეც გამორჩენილია, საერთოდ ბ ლიგაში რატომ ვართ, როცა ჩვენი პირველი ნაკრები აგერ მსოფლიო თასზე რვა საუკეთესო გუნდში ითამაშა და ა.შ. მხოლოდ ტაში და ვაშა! რატომ გგონიათ ასე მოქცევა პატრიოტობა და გულშემატკივრობა?! ვინ გასწვალათ ეს?! რომელი პროფესიული სტანდარტიდან შეითვისეთ აე მოქცევა!! ნუ, ამ ტურნირის საბოლოო “ფენომენალური” შედეგი ისა, რომ ბოლო თამაში პოლონეთთან წავაგეთ და ზედა ლიგაში ვერ გადავედით. სტატიებიც აღარ ჩანს!

ამასწინათ ვუყურებდი რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონტის რეპორტაჟებს, სადაც საქართველოს ნაკრები სამარცხვინოდ გამოვიდა, ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, მას სემდეგ რაც უმაღლეს ლიგაში გადავედით! არადა ყველა აღნიშნავს, რომ უნიჭიერესი გუნდია! ერთი წამყვანებისთვის გესმინათ, აი ის სიმღერა რომაა „ Всё хорошо прекрасная маркиза“ ზუსტად ისე იყო საქმე! ამ ქვეყანაზე არ იყო არც წამყვანი, არც მოწვეული სტუმარი, რომელიც ერთ ერთი ნაკრების მწვრთნელი აღმოჩნდა, ეს ნაკრებიც შედეგებით ასევე ვერ დაიკვეხნის. მოკლედ, ეკრანიდან ისმოდა ჩიტების ჭიკჭიკი, გადმოდიოდა საამური ცხოვრება, ყველა სწორად მუშაობს, ფედერაცია, მწვრთნელები, აკადემიები ნაკრებების სტაფები, კონსულტანეტბი მაღალი განვითარების თუ რაღაც ჯანდაბის სპეციალიტები, ოღონდ შედეგები რატომ მიდის უკან უკან? ამაზე სამარისებული სიჩუმე.

უკუსვლა გვაქვს, ან, უკეთეს შემთხვევაში, ადგილზე ვტკეპნით, სათამაშო სპორტის სახეობების უდიდეს უმრავლესობაში. ვერც ერთ ნაკრებში ქვედა ასაკებიდან სერიოზული ცვლა ვერ მოდის, მგონი, გარდა ისევ წყალბურთისა. არადა ასეთი დაფინსება, როგორიც ახლა აქვს ქართულ სპორტს საქართველოს ბიუჯეტიდან, მგონი საერთოდ არასდროს ყოფილა, ასობით მილიონი იხარჯება!

სადმე წაგიკითხავთ სერიზოულად მომზადებული ინტერვიუ რომელიმე ფედერაციის პრეზიდენტთან, ამ სახეობების ხელმძღვანელთან, გინახავთ სერიოზული, პროფესიული მსჯელობების სპორტის ამა თუ იმ სახეობის სპეციალისტებთან, სად ვართ, რა პრობმლემები გვაქვს, რა გვაქვს გამოსასწორებელი და ა.შ. ყველა ჟურნალისტს პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. რა ვიცი, მე სპორტის ფანატიკოსი ვარ, რაც თავი მახსოვს, ყველაფერს ვკითხულობ ქართულ სპორტზე, ერთი „ლელოში“, ისიც ძალიან იშვიათად, ფეხბურთზე თუ დაიწერება რაღაც ანალიტიკის მსგავსი, ისიც ძალიან მორიდებული! არ მინახავს რამდენი წელია ინტერვიუ არც ერთ ფედერაციის პრეზიდენტთან. თუ უარს ამბობენ, ის მაინც დაწერეთ! არა! აგერ უკვე ძალიან ცუდი შედეგები გვაქვს ისეთ ჩვენთვის ტრადიციულ სახეობაში, როგორიც არის მაგალითად ბერძნულ რომაული და თავისუფალი ჭიდაობები. ისე მიდის საქმე, რომ პირველად რამდენიმე ათწლეული განმავლობაში შეიძლება ბევრ წონაში ლიცენზია არ გვქონდეს. არც ჟურნალისტს და არც სპეციალიტებს არაფერი არ აღელვებს! დუმან! მერე გაბრაზდებიან თუ კითხვას დასვამ, ფედრაციებმა ხომ არ გიყიდეს ან კონფომიზმში ხომ არ გადავარდით?

იმას როგორ წარმოვიდგენდი, რომ სსრკ-ში, მართლა რეჟიმის პირობებში მომუშავე ქართული ჟურნალისტიკა, როცა, უფროსობის კრიტიკა ძალიან საშიში იყო, ბევრად მამაცი და პროფესიონალური იქნებოდა, სპეციალისტებიც ბევრად უფრო ღიად ისაუბრებდნენ ხოლმე პრობლემებზე, ვიდრე ეს ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყანაში ხდება! წადით ბიჭო, კომენტატორიან ჟურნალისტიანა, ან, აგერ აჩიკო გოგელია ნახეთ, ცოცხალია, სხვებიც არიან, ან ტელევიზიას მიმართეთ, შენახული აქვთ ეროსი მანჯფგალაძის და კოტე მახარაძის რეპორტაჟები. ჰო, სსრკ-ს დროს წაყვანილ რეპორტაჟისას არის ნათქვამი ეს ფრთიანი ფრაზა „მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი“ მათი სათაყვანებელ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთლებზე, როცა გუნდი უგერგილოდ თამაშობდა (ეს მაშინდელი საზომით, თორემ ახალ რასაც ჩვენი კლუბები თამაშობენ, წარმომიდგენია რა რეპორტაჟებს წაიყვანდნენ და რეებს იტყოდნენ მაშინდელი ეროსი ან კოტე მახარაძე) და ნურც ერთი ახალანდელი ჟურნალისტი ნუ შეედრებით ეროსი მანჯგალაძეს ფეხბურთის სიყვარულში ან ტაქტის ცოდნაში! მარტო ხელისუფლებების ბრალია ეს რაც ხდება? ძალიან ეჭვი მეპარება!“

თეგები: ირაკლი მელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved