• რეკლამა
  • კონტაქტი
03:39, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იცით ,”მოსკოვებში” რა ღირს სწავლა?”; “,,მშვენიერი გოგოები ხართ და რეანიმაციაში რა გინდათ?” – კითხვები თსსუ–გან ექიმებს

ალია ავტორი - ალია
20:58 05-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,260

რუსკა ბუაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“18 მარტს ჩავაბარე რეზიდენტურის საკვალიფიკაციო გამოცდა 189ქულით. 15 მაისს დავრეგისტრირდი რეანიმაცია-ანესთეზიის მიმართულებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სადაც 5 ვაკანტური ადგილი იყო. 17მაისს დასრულდა რეგისტრაცია და სამ გოგოს (!) გვქონდა ერთნაირი ქულა, საიდანაც გასაუბრებით უნდა აერჩიათ მხოლოდ ერთი, მეხუთე ადგილის შესავსებად.

დღეს, 25მაისს, მივედით გასაუბრებაზე, სადაც დაახლოებით 15ადამიანი დაგვხვდა. სამივე ერთად შეგვიყვანეს და ყველას წინაშე დაგვიწყეს გამოკითხვა, რომლის ძირითადი შინაარსიც იყო ასეთი:
,,იცით რეანიმაცია საერთოდ რას ნიშნავს? გოგოები ხართ ოჯახი უნდა შექმნათ და ამდენი უნდა იწვალოთ?”
,,იცით ,,მოსკოვებში” რა ღირს სწავლა? 150 ლარი თვეში ყველაზე დაბალია და ფინანსებზე ნუ ვისაუბრებთ”
,,თუკი თქვენს სამსახურს ჩაეხსნებით და
ყოველდღე ივლით რომელ კლინიკაშიც გეტყვით მაშინ აგიყვანთ, თან დაგასაქმებთ”
,,ინგლისურად რომ კითხულობთ ლიტერატურას, ქართულად რა მოძებნეთ და ვერ ნახეთ სამედიცინო სფეროში”
,,მშვენიერი გოგოები ხართ და რეანიმაციაში რა გინდათ?”
,,რატომ არ გაქვთ ინგლისურის ცოდნის სერთიფიკატები? ან გაცვლითი პროგრამით რატომ არ ყოფილხართ სადმე? ასეთი ინტერესი გაქვთ სწავლის მხრივ?”
გადაწყვეტილება:
,, ბევრი ვიფიქრეთ, კარგი გოგონები ხართ და გული რომ არ დაგწყდეთ არცერთს ამ ადგილს საერთოდ ვაუქმებთ და სექტემბერში თავიდან ცადეთ, ამით მოტივაცია მოგემატებათ, რადგან ამ ეტაპზე სწავლის მოტივაცია არ გაქვთ და გვეგონა ქუთაისშიც კი ივლიდით ყოველდღე ოღონდ ჩვენთან გესწავლათ. კარგად ბრძანდებოდეთ”
დასკვნა: ყველაზე დიდი მარაზმი და ცირკი რაც კი მინახავს იყო ეს გასაუბრება. ცინიკური დამოკიდებულებებით სავსე, სადაც უნდოდათ ფეხებში ჩავვარდნოდით, ყველაფერზე უარი გვეთქვა და მათთან წავსულიყავით, რის იმედად? სადაც პირიქით დაგვაყვედრეს რომ 150ლარზე არაფერი გვაქვს სათქმელი, ,,მოსკოვებში” უნდა ვნახოთ თურმე რა ღირს სწავლა და როგორ წვალობენ. და რაც მთავარია, გოგონები ვართ, ოჯახი გვაქვს შესაქმნელი, რა დროს რეანიმაციაა
25.05.2022წ.
#თბილისისსახელმწიფოსამედიცინოუნივერსიტეტი
პ.ს. ჩასწორებას ვაკეთებ პოსტზე: როგორც აღმოჩნდა ჩემი პროტესტი გაიგეს ისე, თითქოს პრობლემაა მე რატომ არ ამიყვანეს.
რეალურად პრობლემა თვითონ ფაქტშია, მომხდარში და არა იმაში თუ კონკრეტულად მე რატომ არ ამირჩიეს!”
თეგები: ექიმებითსსურუსკა ბუაძეჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved