• რეკლამა
  • კონტაქტი
05:42, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იცის, თუ არა, წერა–კითხვა გოგა მემანიშვილმა? – “სხვა დროს უკეთ დაგუგლულები მოდით ხოლმე. ან პირდაპირ დაჭერები და ცემა დაიწყეთ” – მიხეილ ზაქარეიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:01 12-17-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

იურისტი, სპორტული ჟურნალისტი, მიხეილ ზაქარეიშვილი:

რა შეიძლება ითქვას პარლამენტთან პოლიციის გუშინდელ მოვარდნაზე
აქამდე ვფიქრობდი, რომ ამ ხალხს კანონების წერა არ შეეძლო, ახლა კი დავრწუნდი, რომ არც კითხვა შეუძლიათ
დავიწყოთ მისი უდიდებულესობა გოგა მემანიშვილით, რომელმაც განაცხადა, ჩვენ არ გვაწყობს ის ადგილი აქციისთვის, რომელიც გაფრთხილებაში წერიაო. საქმე ისაა, რომ გოგა მემანიშვილისთვის არც გვიკითხავს, რა აწყობს მას. მისი აზრი საერთოდ არაა მნიშვნელოვანი. ამ ახალ სამარცხვინო კანონსაც კი საერთოდ არ აინტერესებს, რა აწყობს გოგა მემანიშვილს. ეს ბიჭი ახალი კანონითაც იმად დარჩა, რაც ძველი კანონით იყო – მისი აზრი არავის აინტერესებს.
თუ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში (და არა გოგა მემანიშვილს) არ მოსწონდათ გაფრთხილებებში მითითებული ადგილი, ამისთვის მათ 3-დღიანი ვადა ჰქონდათ, რომელიც ხელიდან გაუშვეს და ახლა გვიანია მაგაზე საუბარი.
კიდევ ერთი კაცი ყოფილა მოსული პარლამენტთან, სავარაუდოდ საპატრულოს დეპარტამენტის იურისტი. მას ასეთი რაღაც წამოსცდა: “როცა განცხადებას შემოიტანთ, დაელოდეთ ნებართვას”. თქვე კაი ხალხო, თუ გინდოდათ, ჩაგეწერათ ამ კანონში ნებართვის შესახებ რამე და ჩვენც ფეხებზე დავიკიდებდით ამ თქვენს ნებართვას. ახლა, სამწუხაროდ, ვერაფერს დავიკიდებთ ფეხებზე, რადგან კანონს უკვე კიდია ეგ თქვენი ნებართვა. ამ კანონითაც კი არანაირი ნებართვა აქციის ჩასატარებლად საჭირო არაა.
კანონში გვიწერია, რომ ჩვენ უნდა გაგაფრთხილოთ 5 დღით ადრე და არაფერსაც არ ველოდებით. თქვენ უფლება გაქვთ, 3 დღის ვადაში რამე დაგვიწუნოთ. თუ არ დაგვიწუნებთ, კარგად ბრძანდებოდეთ. ამ შემთხვევაში (16 დეკემბრის აქციაზე) მინიმუმ სამ სხვადასხვა ადამიანს ჰქონდა დამოუკიდებლად განცხადება შემოტანილი, სამივე შემთხვევაში 3-დღიანი ვადა გაშვებული გაქვთ, ჰოდა თქვენ თუ ვერ ერკვევით, ლადო კახაძესთან და ლაშა ტალახაძესთან მაინც გაიარეთ კონსულტაცია (მაგათ ხმა მისცეს ამ კანონს და კარგად იციან, რა წერია შიგნით).
მოკლედ რომ ვთქვა – სხვა დროს უკეთ დაგუგლულები მოდით ხოლმე. ან პირდაპირ დაჭერები და ცემა დაიწყეთ, ეს კანონებით ლაპარაკი არაა თქვენი ძლიერი მხარე.
…
ცოტა ხნის წინ შევიტანე ახალი გაფრთხილება და გუშინდელის გათვალისწინებით იძულებული გავხდი, ახალი მოთხოვნაც დამეყენებინა:

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved