• რეკლამა
  • კონტაქტი
10:52, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იცავს თუ არა აცრა და ბუსტერ-დოზა ომიკრონისგან და რატომ ვერ დასრულდება მალე საქართველოში პანდემია – ვახტანგ კალოიანი

ალია ავტორი - ალია
00:51 02-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება ინფექციონისტი, ვახტანგ კალოიანი:

– ომიკრონი ერთი და ომიკრონი ორი ერთდროულად გავრცელდა ქვეყანაში, აქა-იქ დელტა შტამიც გვხვდება, ზოგი ამბობს, რომ მარტივი შტამია ომიკრონი და არ იწვევს გართულებას და სიკვდილს, ზოგი ამბობს, რომ იწვევს, რამეზე ხომ არ შეთანხმებულა სამედიცინო საზოგადოება? როგორია ომიკრონი?

– რეალურად, ომიკრონი შედარებით უფრო მსუბუქია, ვიდრე დელტა შტამი, ოღონდ ახასიათებს მაღალი გავრცელება, რაც ქმნის საფრთხეს. პროცენტულად, შედარებით ნაკლებად აზიანებს მნიშვნელოვან ორგანოებს, თუმცა, იმდენად ბევრი ადამიანი ინფიცირდება, რომ რეალურად ძალიან მაღალია მძიმე პაციენტების რაოდენობა. პარალელურად, ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით საწოლების რაოდენობა მცირდება, რაც მოსალოდნელი იყო მასიური გავრცელებიდან 2 კვირაში და წესით, უნდა იზრუნოს სახელმწიფომ საწოლების რაოდენობის გაზრდაზე. კლინკებს, რომლებიც აღარ იყვნენ კოვიდში, ალბათ მოუწევთ ისევ ჩართვა.

– ხომ ცნობილი იყო წინასწარ, რომ მაღალი გავრცელების იყო ეს შტამი? რატომ არ მოემზადა ქვეყანა?

– სამწუხაროდ, ბევრ საკითხში არ არის ადეკვატური მომზადება და პანდემიის მართვა.

– ხალხმა ვერ გაიგო, მაინც რამდენი დღე უნდა იყოს იზოლაციაში და როდიდან, გვეკითხებიან, პოლიციელს, ექიმს და მე ერთნაირი ვირუსი თუ გვაქვს, იმათი იზოლაციის ვადა რატომ შემცირდა, მათ ხომ მეტ ადამიანთან აქვთ შეხებაო. რა ვუპასუხოთ?

– ახალი რეგულაციით, სოციალურ სამსახურებში, ექიმების, პოლიციელების და რამდენიმე სპციალობის ადამიანისთვის საქართველოში შემცირდა იზოლაციის ვადა და ეს ვადა  ოფიციალურად იწყება ტესტით დადასტურებიდან – ეს გარკვეულ სირთულეს ქმნის, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეა. არ არის სწორი გადაწყვეტილება, თუ იზოლაციის ვადა მცირდება, ის უნდა შემცირდეს ყველასთვის, ან არ უნდა შემცირდეს საერთოდ.

– ადამიანები, რომლებიც აიცრნენ და ბუსტერიც გაიკეთეს დაინფიცირდნენ და წერენ, რომ საკმაოდ მძიმე სიმპტომები ჰქონდათ, პარალელურად, იტყობინებიან, რომ ომიკრონის ვირუსისთვის ცალკე იქმნება ვაქცინა, ვეღარ გაიგეს, გაიკეთონ არსებული ვაქცინები, თუ სხვა ვაქცინას დაელოდნონ? რა გააკეთონ?

– სამწუხაროდ, აგრესიული ანტივაქსერული ჯგუფები, ხელისუფლებისგან წახალისებულნი, ავრცელებენ ტყუილს, ვაქცინა იცავს ადამიანს სიკვდილისგან ძალიან მაღალი პროცენტით,  იცავს ვირუსის რთული მიმდინარეობისგან. უნდა ავიცრათ. ადამიანები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, განსაკუთრებით არიან საფრთხის ქვეშ და უნდა აიცრან, ასევე ადამიანები 60 წლის ასაკის და ზემოთ – ასევე განსაკუთრებული რეკომენდაციაა აცრის, აცრა ახლა არის გზა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენის. დაბუსტვა აუცილებელია, არანაირი ლოდინი არ არის საჭირო რაღაცა ვაქცინის, რომელიც არავინ იცის იქნება, თუ არა და არც განიხილება ეს საკითხი. ახლა უნდა იყოს გაკეთებული აცრა და ბუსტერი არსებული ვაქცინებით, რათა მოქალაქეები არ დაგვეღუპოს.

– როცა სვანეთში 34 ინფიცირებული აღმოაჩინეს 5 000-მდე ტესტირება გააკეთეს და ახლა, კვირის, 13 თებერვლის მონაცემით, როცა 15 712 ახალი ინფიცირების შემთხვევაა, სულ რაღაც 46 425 ტესტირება ჩატარდა და აქედან მხოლოდ 20 262 იყო პისიარ ტესტი, არადა, თავადვე გვეუბნებიან, სწრაფი ტესტი, ხშირ შემთხვევაში ვერ აფიქსირებს სწორ პასუხსო და რა ხდება, არც ტესტების მხრივ ვართ მზად?

– დიახ, ტესტირების რაოდენობა არ არის იმდენი, რამდენიც უნდა იყოს, ეს ტესტირების რაოდენობა აქტიური გავრცელების ფაზაში არ არის საკმარისი არანაირად, მნიშვნელოვანია ასევე დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც გაზრდილია, ანუ, ჩატარებული ტესტების დაახლოებით 30 პროცენტი არის დადებითი, ყოველი მესამეა და აქტიური ტესტირების პირობებში ჩვენ ვნახავდით რეალურ ციფრს, მაგრამ სისტემა ვერ არის მომზადებული, რომ შეძლოს ასი ათასობით, იგივე პისიარ ტესტის გაკეთება. ლაბორატორიული კვლევები არ არის ორგანიზებული, სამწუხაროდ, ვერ მოემზადა ამ 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო, რომ მასობრივი ტესტირებები გაეკეთებინა.

– ექიმები, ტესტით დადასტურებამდეც კი, პირველივე ზარზე, თუ ასეთი ზარი შედგა, გინიშნავენ ვიტამინებს, მაგალითად, მე უკვე „დამინიშნეს“ ცე და დე ვიტამინების 10-დღიანი კურსი, თუმცა, რასაკვირველია, არ ვაპირებ არაფრის მიღებას ანალიზების აღებამდე და საჭიროების დანახვამდე. რამდენად სწორი პროტოკოლია?

– ზედმეტი მედიკამენტური ჩარევა კოვიდის დროს აუცილებელი არ არის. ინფიცირების შემთხვევაში, არის მედიკამენტები, რომლებიც უნდა დანიშნოს ოჯახის ექიმმა, ემპირიულად, ცალკეული ვიტამინების, მათ შორის დე ვიტამინის დანიშვნა, რასაკვირველია არ არის მისაღები.

– უამრავი ადამიანი გვწერს და გვიყვება, რომ კორონავირუსის გართულების შედეგად, ჰქონდა ბაქტერიული ინფექცია. გვიყვებიან, რომ ბაქტერიული ინფექციით მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ და დროულად რომ მიექცია ექიმს ყურადღება, ჩაეტარებინა კვლევა და ემკურნალა არა ვირუსზე, არამედ – ბაქტერიაზე – გადარჩებოდნენ.

– კორონავირუსს აქვს რამდენიმე გართულება, მათ შორის ბაქტერიული ინფექციით გართულებაა ერთ-ერთი, ადამიანები, რომლებიც მოხვდებიან ჰოსპიტალში, მათ ნაწილს, სამწუხაროდ, შეიძლება ჰქონდეთ ამის რისკი და ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ბაქტერიული ინფექცია ყოველთვის უნდა კონტროლდებოდეს, როგორც ფიზიკური სურათით, ისე ლაბორატორიული მონაცემით. ვერ ვიტყვი, რომ არც ერთ შემთხვევაში არ კონტროლდება, მთავარი პრობლემა მანდ არის უკმარისობა, ნაკლებობა ოჯახის ექიმების. თითოეულ ექიმს უწევს ბევრი პაციენტის მართვა და კონტროლი, მათ ფიზიკურ შესაძლებლობებს ცდება ზოგჯერ, მერწმუნეთ ისინი ძალიან დიდი დატვირთით მუშაობენ, მაგრამ უბრალოდ, ექიმების შესაძლებლობასაც აქვს ზღვარი.

– დაასრულებს ომიკრონი პანდემიას?

– ამაზე მსჯელობა მიდის, თუმცა, ცალსახად საუბარი, რომ დაასრულებს, ან არ დაასრულებს, არ გამოვა. საიმედო მიმდინარეობა არის პანდემიის მხრივ, თუმცა, ჯერ ძალიან ადრეა დასკვნების გაკეთება. სამწუხაროდ ჩვენ ვართ ძალიან დიდი რისკის ქვეშ, რომ პანდემიის დასრულებამდე ძალიან ბევრი ადამიანი დაგვეღუპოს, რადგან ვართ ძალიან ცუდად აცრილი, ის ქვეყნები, რომლებიც აცრილები არიან, უკვე ასრულებენ პანდემიას, მათთვის ეს სოციალური პრობლემა აღარ არის და მხოლოდ სამედიცინო გამოწვევად რჩება, ჩვენ რაკი ცუდად ვართ აცრილები, შესაბამისად, ხიფათი იმისა, რომ პანდემია გაგრძელდეს, ჯერ კიდევ გვაქვს.

თეგები: ვახტანგ კალოიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved