• რეკლამა
  • კონტაქტი
08:10, პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იტყუება ეგ ახვარი! დაიჭირეთ! არ გაგექცეთ ეგ სულწაწყმედილი!.. ეგრე მოკლედ, მე ვიყო ღარიბაშვილის ეკონომიკა” – ლუკა ბაქანიძე

ალია ავტორი - ალია
20:02 08-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
70

მწერალი, ლუკა ბაქანიძე, ქვეყანაში არსებულ აგრესიულ დაპირისპირებას ვაქსერებსა და ანტივაქსერებს შორის, სოციალურ გვერდზე Lukrecio Bakanidze ეხმაურება და წერს:

“მივდივარ და შემაყენეს ვაქსერებმა. ეგრევე ვიცანი – ფოტოგრაფებით იყვნენ და მკლავზე პლასტირი ედოთ.

– აუცრელი ხო არ ხარ ბიჭო ? – ერთი მეკითხება.

– არა, ძმაო, აცრილი ვარ ! – მივუგე რიხით.

– აბა მკლავი გვანახე !

– ეხლავე… უი, ნახე ანტივაქსერი მიტასაობს!

– ეე სადა აბა, დავიჭერთ დედას მოვუ@@ნავთ მაგას ახლა! – ვაქსერებმა გაიხედეს და ამასობაში დრო ვიხელთე და დავტყდი.

ბევრი ვიარე თუ ცოტა, ახლა ანტივაქსერებმა შემაყენეს. იოლად ვიცანი ხევსურული და სვანური ქუდებით და მაისურსზე წინ გადმოტანებული დიდი ჯვრებით. თან მამაო ახლდათ ხატით. ერთს კიდევ ლოყებზე ბილ გეითსის და ცუკერბერგის პროფილები ამოესვირინგებინა, ოღონდ თავდაყირა.

– აცრილი ხო არ ხარ, შვილო ჩემო ? – რომელიღაც მეკითხება, პაპად რო შევეფერებოდი.

– რა თქმა უნდა არა!

ამ დროს ერთს ვაიფაი ჩაერთო მობზე და დაიღრიალა:

– იტყუება ეგ ახვარი! 5გ დავიჭირე აგერ ჩემს ერიქსონ ტე-10-ზე!

– დაიჭირეთ! არ გაგექცეთ ეგ სულწაწყმედილი!

გავიქეცი, სადღაც მყუდრო ჩიხში შევიყუჟე და ვალივერებ, როდის წავლენ. ამ დროს მომიახლოვდა მშვენიერი ფისო. და მე ხომ მიყვარს ფისოები.

– ფისო-ფისო! – მოვუხმე ალერსიანად.

ფისო მოვიდა და უცებ ამბობს: – აუცრელს სიცოცხლე, აცრილს სიკვდილი !

გავიქეცი იქიდანაც და წაველ სათევზაოდ. იქ მაინც ვერავინ გამიბურღავს-მეთქი ტვინს. მარტო მე და ბუნება. ადამიანი და სამყაროჰ. გავაბი კოხტა შამაია, ამომყავს, ჭკვაზე არ ვარ, ამოვაყოფინე თავი წყლიდან და შამაია უცებ ბოლო ხმაზე ბღავის:

– აუცრელს არ დავეჭერინები ასი წელი ბიჯოოოო ! – და გამიწყვიტა ძუა. გეიქცა.

მოვდივარ დაღონებული და ვხედავ, მოტასაობს ჩემი ძმაკაცი Beso Khvedelidze. მივეჭერი ეგრევე და შევღაღადე:

– ვაქსერი ხარ სოტერ თუ ანტივაქსერი, თუ მოხვედრაა, ბარემ ძმის მუშტი მომხვდეს, დავაი ჰა, მზად ვარ!

ხვედელიძე მიყურებს და მეუბნება: – შენ შიგ ხო არა გაქ ბიჯო. წამო მოვწიოთ, ექვსი ჩაყრა მაქ.

და კვლავ ამობრწყინდა მზე. ჩიტებმა დაიწყეს ჟღურტული. შვებით დავიწყე სუნთქვა. და ეგრე მოკლედ. მე ვიყო ღარიბაშვილის ეკონომიკა.”

თეგები: ლუკა ბაქანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ახალი ამბები

გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

13:07 04-23-2026
სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved