“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით ტყუილი არა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, არამედ “სამმა ტელევიზიამ გაავრცელა”.
საქმე ეხება ბრეგაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ექიმთა კონსილიუმზე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხი არ განხილულა, თუმცა საპირისპიროზე მეტყველებდა თავად კონსილიუმის წევრების განცხადებები.
“ტყუილი არ ყოფილა. მე რაც მაქვს ინფორმაცია, იყო შემდეგში საქმე: კონკრეტული პირები, რომლებიც წარმოადგენენ სააკაშვილის ინტერესებს, ბუნებრივია, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აყენებდნენ კონკრეტულ ინიციატივებს. თუმცა, რაც შეეხება კონსილიუმის შეჯერებულ პოზიციას, როგორც იყო ეს წარმოდგენილი ტყუილის სახით კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან, გამოიცნობთ რომლებისგან, ეს ასე არ ყოფილა. ეს არ ყოფილა კონსილიუმის შეჯერებული პოზიცია. შესაბამისად, იტყუება არა რატი ბრეგაძე, არამედ სამი კონკრეტული ტელევიზია”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები