იტალიაში მაღაზიიდან 60 ევროს ღირებულების კბილის პასტების ქურდობისა და ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 32 წლის კაცი მარკეტის დაცვის თანამშრომელმა შენიშნა და მას ჩანთაში მოპარული პროდუქტი აღმოუჩინა, რომლის ღირებულებაც 60 ევროს შეადგენდა.
დაცვის თანამშრომელმა პოლიცია გამოიძახა, რის შემდეგადაც დადგინდა, რომ დაკავებული იტალიის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდა. ის წარსულში ქვეყნიდან ერთხელ უკვე გააძევეს და ტერიტორიაზე შესვლა 3 წლით აუკრძალეს.











კომენტარები