იტალიაში ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის მხრივ ისევ ურთულესი მდგომარეობაა. ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლას უკვე 51 ექიმის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
იტალიის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აცხადებენ, რომ ექიმები დამცავი აღჭურვილობის ნაკლებობას განიცდიან.
„ჩვენი ექიმები ომში შეუიარაღებელი აღმოჩნდნენ” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
51 გარდაცვლილი ექიმიდა 32 ლომბარდიაში მუშაობდა. ეს იტალიის სწორედ ის რეგიონია, სადაც ვირუსი ყველაზე სწრაფად გავრცელდა.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში ახალი კორონავირუსით 86 498 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 9 134 მიაღწია, ხოლო 10950 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები