exclusivetv–ს ინფორმაციით, იტალიაში, გუშინ, 31 ოქტომბერს 22:43 საათზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებით, კალაბრიის რეგიონში დაფიქსირებული ბიძგები, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, სიღრმე – 286 კმ.
ეპიცენტრი კოსენცას პროვინციაში, სკალეას და სან ნიკოლა არჩელას შორის დაფიქსირდა. ბიძგები საგრძნობი იყო მეზობელ რეგიონებში კამპანიასა და ბაზილიკატაშიც.
საბედნიეროდ, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, განმეორებითი მიწისძვრის შიშით, რამდენიმე დასახლების მოსახლეობამ ღამე ქუჩაში და მანქანებში გაატარა.
კომენტარები