საქართველომ 5 ქვეყანასთან საზღვარი გახსნა – გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით:
„ევროკავშირის წევრ იმ დანარჩენ ქვეყნებთან, რომლებმაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვარი, ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში, (არ ვგულისხმობ იმ 5 ქვეყანას, რომლებთანაც დღეიდან საზღვრებს გავხსნით) ან კიდევ დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, მათ შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად გაიღებენ.
ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთან არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია. ბელგია, ბულგარეთი. დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი.
ზოგიერთმა ქვეყანამ კი, როგორიცაა – იტალია, კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია, გახსნის მზაობა გამოთქვეს საქართველოს მოქალაქეებისათვის კონკრეტული შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში – ამ ქვეყნებში ჩასულმა ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი”
კომენტარები