• რეკლამა
  • კონტაქტი
07:14, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იტალიაში 2 ამერიკელ ტურისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს – დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:03 05-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
US citizen Finnegan Lee Elder (C) reacts after the court decision on May 5, 2021, during his trial, along with another US citizen on murder charges after Carabinieri officer Mario Cerciello Rega was killed in July 2019, in Rome. - An Italian court convicted two young Americans Wednesday for the 2019 murder of a police officer while they were on a summer holiday in Rome, with both handed life sentences. Finnegan Lee Elder, 21, had admitted stabbing Mario Cerciello Rega during a late-night encounter while out with his friend Gabriel Natale-Hjorth, 20, but both had claimed self-defence. (Photo by Tiziana FABI / AFP)

Facebook-ზე გაზიარება
24

ნაფიც მსაჯულთა რომის პირველმა სასამართლომ კარაბინერთა ბრიგადირის მოადგილის, 35 წლის მარიო ჩერჩელო რეგას მკვლელობისთვის ორ ამერიკელ ტურისტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. 

ბარლდებულები არიან 21 წლის ფინეგან ლი ელდერი და 20 წლის გაბრიელ ნატალე ჰიორტი კალიფორნიის ქალაქ მილ ველიდან.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ ახალგაზრდა ამერიკელი მსჯავრდებულების ადვოკატმა რენატო ბორცონემ სატელეფონო კომენტარში განაცხადა, რომ განაჩენს გაასაჩივრებს. მან სასამართლოს გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდა: „ის, რაც მოხდა, გაუგონარია. მსგავსი არაფერი მინახავს ჩემი 40-წლიანი კარიერის განმავლობაში. ორ 19 წლის ახალგაზრდას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯო – ეს სამარცხვინოა. იტალიის მართლმსაჯულება ძლიერია სუსტებთან, ძლიერებთან კი – სუსტი“, – განაცხადა ადვოკატმა. ბორცონეს თქმით, განაჩენის მოსმენისას „მეტყველების უნარი დაკარგა“.

მკვლელობის ღამეს 2-მა ამერიკელმა ახალგაზრდა ტურისტმა რომის ტრასტევერეს რაიონში, მათი აზრით, კოკაინი იყიდა 80 ევროდ, თუმცა Associated Press-ის ცნობით, როგორც სასამართლოზე გაირკვა, ისინი მოატყუეს და ასპირინი მიჰყიდეს კოკაინის ნაცვლად. როდესაც ტურისტები მიხვდნენ, რომ გააცურეს, მოჰპარეს ზურგჩანთა იტალიელ შუამავალს, რომელმაც ისინი ნარკოტიკებით მოვაჭრესთან მიიყვანა, შემდეგ კი მას შეხვედრაზე შეუთანხმდნენ, რათა თანხის სანაცვლოდ ზურგჩანთა დაებრუნებინათ. ნარკომოვაჭრეებთან  შუამავალმა ბიჭმა კი პოლიცია გააფრთხილა და ამერიკელ ახალგაზრდებს შეხვედრის ადგილას სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფი კარაბინერები – ჩერჩელო რეგა და მისი მეწყვილე ანდრეა ვარიალე დახვდნენ.

შეხვედრის ადგილას ჩხუბი დაიწყო, რომლის დროსაც ჩერჩელო რეგამ 11 ჭრილობა მიიღო 18-სანტიმეტრიანი სამხედრო საბრძოლო დანით. დაჭრილი ოფიცერი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. მოკლული კარაბინერი ახალდაქორწინებული იყო – მისი პანაშვიდი იმავე ტაძარში გაიმართა, სადაც მკვლელობამდე 6 კვირით ადრე ჯვარი დაიწერა. 35 წლის პოლიციელი იტალიამ  ეროვნული გმირივით დაიტირა.

სხვათა შორის, სასამართლო პროცესზე, რომელზეც ამერიკელებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, გარდაცვლილი ოფიცრის ქვრივი – როზა მარია ეზილიოც იმყოფებოდა.

მოკლული პოლიციელის ქვრივი სასამართლო პროცესზე. ფოტო: Tiziana FABI / AFP

ახალგაზრდა ამერიკელები შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მათ სასტუმროს ნომერში იპოვეს მკვლელობის იარაღი – დანა. პოლიციის ინფორმაციით, ელდერმა აღიარა, რომ დანა მას ეკუთვნოდა. მათ ბრალი წაუყენეს მკვლელობაში, გამოძალვის მცდელობაში, თავდასხმაში, იარაღის უკანონო ტარებასა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში. იტალიის კანონმდებლობის თანახმად, შესაძლებელია მკვლელობაში წაუყენონ ბრალი ნებისმიერს, ვინც სავარაუდო მკვლელობაში ირიბად მონაწილეობს.

ახალგაზრდა ამერიკელი ტურისტები აცხადებდნენ, რომ თავდაცვის მიზნით მოქმედებდნენ და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ოფიცრებს მათთვის არ წარუდგენიათ თავი, როგორც პოლიციელებს, რაც ვარიალემ (მოკლული პოლიციელის მეწყვილემ) სასამართლოზე უარყო.

წყარო – nostal.ge

თეგები: იტალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved