• რეკლამა
  • კონტაქტი
14:23, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისტორიაში პირველად, საბრძოლო მზადყოფნაა ბალტიის რეგიონში” – ნატოს გენერალური მდივანი

ალია ავტორი - ალია
01:31 11-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც ოფიციალურ ვიზიტებს ბალტიის რეგიონში მართავს ამბობს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, ნატოს რეგიონში საბრძოლო დანაყოფების მობილიზება აქვს გამოცხადებული.

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ლატვიასა და ლიეტუვაში სამხედრო ჯგუფები სრულ საბრძოლო მდგომარეობაში არიან.

„ჩვენს ისტორიაში პირველად გვაქვს შემთხვევა, როდესაც ბატლიის რეგიონში გვაქვს საბრძოლო ჯგუფების მობილიზება. ერთი ლატვაში და მეორეც ლიეტუვაში“, განაცხადა სტოლტენბერგმა ლიეტუვაში ყოფნის დროს.

ნატოს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს ლატვიაშიც.

რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეგიონში არსებული ვითარება იქნება.

რეგიონში ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში გართულდა.  ბელარუსის მხრიდან პოლონეთის, ლატვიასა და ლიეტუვის საზვართან ათასობით მიგრანტის მობილიზება ხდება, რომლებიც დროთა განმავლობაში საზღვრის უკანონო გადაკვეთას ცდილობენ.

პოლონეთი პროცესების გამკლავებას საკუთარი რესურსებით ცდილობს, ლატვიამ და ლიეტუვამ კი დახმარება ნატოს სთხოვეს. ევროპაში მიაჩნიათ, რომ ბელარუსიდან მიგრანტების გადინება ხელოვნურად შექმნილი პროცესია. არსებობს მოსაზრება, რომ მიგრანტები აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში სპეციალურად ჩაყავთ და ევროპის მიმართულებით გზავნიან.

ევროპაში მიაჩნიათ, რომ ამ ფორმით ლუკაშენკო ევროპისთვის პრობლემების შექმნას ცდილობს. ეს შეიძლება ერთ-ერთი საპასუხო ნაბიჯი იყოს, იმ სანქციებისთვის რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმს დასავლეთმა გაყალბებული არჩევნების გამო და საკუთარი მოქალაქეების დევნის გამო დაუწესა.

ლუკაშენკომ გასულ კვირას ბრიტანულ „ბიბისი“-სთან საუბრის დროს თქვა, რომ პროცესი ხელოვნურად მართული არ არის. თუმცა მან ვერ ახსნა, ის ფაქტი როგორ ჩადიან დევნილები აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში და შემდეგ პირდაპირ ევროპის საზღვრისკენ გადაადგილდებიან.

„არ არსებობს რაიმე ფაქტი, სადაც გამოცნდება, რომ ჩვენ ამ ვიტარებას ხელოვნურად ვქმნით“, თქვა ლუკაშენკომ. პარალელურად კი კადრები და მიგრანტების მონათხრობი ისტორიები, რომლებიც საზღვარზე არიან დარჩენილები, სხვა რამეს ამტკიცებს. ისინი ამბობენ, რომ ბელარუსში ჩასვლის შემდეგ პოლიცია მათ ევროპის საზღვრისკენ გადაადგილებას აიძულებს.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: ნატო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved