• რეკლამა
  • კონტაქტი
22:48, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისრაელის განადგურება და ირანთან მიერთება” – ტერორისტული დაჯგუფება “ჰებზოლას” მანიფესტები, შეიარაღება და დაფინანსება

ალია ავტორი - ალია
18:24 10-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
254

ისლამისტურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული ლიბანის საზოგადოებაში, აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე – სამხედრო მიმართულება. მისმა მებრძოლებმა სირიაში, ერაყსა და იემენში, ასევე – ისრაელთან მიმდინარე კონფლიქტებში მიიღეს მონაწილეობა.

2022 წელს, აშშ-ის ვუდრო ვილსონის სახელობის ცენტრმა „ჰეზბოლას“ სამხედრო განშტოება დაახასიათა, როგორც „ყველაზე მრისხანე არასახელმწიფო სამხედრო აქტორი ახლო აღმოსავლეთში და შესაძლოა, მთელ მსოფლიოშიც“.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტური შიიტური დაჯგუფება, რომლის სახელწოდებაც „ღმერთის პარტიას“ ნიშნავს, განლაგებულია და მოქმედებს ლიბანში.

არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა 1997 წელს და გერმანიამ 2020 წელს, „ჰეზბოლა“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 2013 წელს ჯგუფის შეიარაღებული ფრთა ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

„ჰეზბოლა“ დაარსდა 1982 წელს, ლიბანის სამოქალაქო ომის ქაოსის ფონზე.

ირანმა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას სპარსელები შეადგენენ, გადაწყვიტა, არაბულ სამყაროზე ზეგავლენის შესაძლებლობით ესარგებლა და ლიბანში შექმნილი შეიარაღებული დაჯგუფების დაფინანსება დაიწყო.

ამ ეტაპზე ირანი მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში მოქმედ არაერთ ასეთ დაჯგუფებას. მათ შორის არის პალესტინური „ჰამასი“. აშშ-ის ხელისუფლების ცნობით, თეირანი „ჰეზბოლასთვის“ ყოველწლიურად, დაახლოებით 700 მილიონ დოლარს (661 მილიონი ევრო) გამოყოფს. დროთა განმავლობაში „ჰეზბოლას“ შეიარაღებულმა ნაწილმა ექსტრემისტული მოძრაობის რეპუტაცია მოიპოვა, რადგან ის ლიბანში სხვა შეიარაღებულ ჯგუფებსა და უცხო ობიექტებს თავს ესხმოდა, რაც  თვითმკვლელი-ტერორისტების ჩართვასა და მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გულისხმობდა.

1985 წელს „ჰეზბოლამ“ გამოაქვეყნა მანიფესტი, რომელშიც მისი მთავარი მიზნები იყო – ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და ირანთან შეერთება. ქვეყნის მომავლის შესახებ დაჯგუფების თავდაპირველი ხედვა, ირანული თეოკრატიული მოდელის საფუძველზე, ლიბანში რელიგიურ-ისლამისტური რეჟიმის შექმნას გულისხმობდა.

დროთა განმავლობაში „ჰეზბოლას“ მიზნები გარკვეულწილად შერბილდა, რადგან დაჯგუფება ლიბანის პოლიტიკურ პროცესებში უფრო მეტად ჩაერთო. 2009 წელს გამოქვეყნდა ახალი მანიფესტი, რომელიც აღიარებდა, რომ ისლამისტური რეჟიმი, შესაძლოა, ლიბანისთვის შესაფერისი არ იყოს. თუმცა „ჰეზბოლას“ პოზიცია ისრაელის მიმართ არ შეცვლილა. ის ისრაელის მიმართულებით რაკეტებს რეგულარულად ისვრის.

„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალლა ირწმუნება, რომ დაჯგუფების რიგებში 100 ათასამდე მებრძოლი ირიცხება. თუმცა, ექსპერტების აზრით, ეს მაჩვენებელი შეიძლება ბევრად გადაჭარბებული იყოს. ლიბანური დაჯგუფების განკარგულებაშია იარაღის მნიშვნელოვანი არსენალი, „რომელიც ძირითადად მცირე ზომის გადასატანი და მიწისზედა საარტილერიო რაკეტებისგან შედგება“, – აღნიშნა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა 2021 წლის ანგარიშში, რომელიც თავისი „სარაკეტო საფრთხის“ პროექტისთვის წარადგინა.

ანალიტიკოსებმა ზუსტად არ იციან რამდენი რაკეტა აქვს დღეს „ჰეზბოლას“, მაგრამ მათი რიცხვი, შესაძლოა, 130 ათას ერთეულს აღწევდეს. უმრავლესობა მათგანი უმართავია. თუმცა, როგორც ისლამისტური დაჯგუფების წარმომადგენლები ამტკიცებენ, მათ ზუსტი დამიზნების სისტემის რაკეტების მოპოვებაც შეძლეს. ჩინური, ირანული და რუსული წარმოების იარაღი „ჰეზბოლამდე“ ირანისა და სირიის გავლით აღწევს.

წყარო – იმედინიუსი

თეგები: ჰებზოლა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved