ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი:
✅ დასრულდა ირანის საჰაერო შეტევა ისრაელზე. პირველადი მონაცემებით, ამ შეტევით ისრაელს დიდი ზარალი არ მისდგომია;
✅ ახლა უკვე ისრაელი ემზადება საპასუხო დარტყმისთვის. ირანის შეტევით მას გაეხსნა ხელები მოქმედებისთვის;
✅ რუკაზეც ჩანს, რომ ირანმა, ემზადება რა ისრაელის საჰაერო შეტევისთვის, თავისი საჰაერო სივრცე დაკეტა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის;
✅ მოსალოდნელია, რომ ისრაელის მიერ მიზანში ამოღებული იქნება ირანის სამხედრო ბაზები, სამხედრო ქარხნები, ბირთვული პროგრამა და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები;
✅ ისრაელის პასუხი კი სავარაუდოდ უკვე მალე იქნება;
✅ უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტი დადგა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
კომენტარები