• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ისრაელი და “ისლამური ჯიჰადი” ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ალია ავტორი - ალია
13:17 05-14-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
173

ისრაელი და პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური ჯიჰადი” ცეცხლის შეწყვეტაზე, ეგვიპტის შუამავლობით, შეთანხმდნენ.

შეთანხმება ძალაში იმავე დღეს, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე შევიდა.

ისრაელის მთავრობამ ეგვიპტეს შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა. ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ცახი ხანეგბიმ განაცხადა, რომ “დუმილს დუმილით შეხვდება”, მაგრამ ისრაელი უპასუხებს მისი უსაფრთხოებისთვის შემდგომ საფრთხეებს, “რაც არ უნდა მოხდეს.”

ზავის ხელმოწერის მიუხედავად, ღაზას სექტორიდან პალესტინელების მიერ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები და ისრაელის საჰაერო ძალების საპასუხო სარაკეტო თავდასხმები რამდენიმე წუთის შემდეგაც გაგრძელდა.

შეთანხმებას მხარეებმა ხუთდღიანი ორმხრივი თავდასხმების შემდეგ მიაღწიეს, რომლის დროსაც, Associated Press-ის ცნობით, სულ მცირე 33 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის მინიმუმ 13 მშვიდობიანი მოქალაქე.

ისლამისტების მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

10 მაისს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

რამდენიმედღიანი შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ისრაელის თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათ მოახერხეს “ისლამური ჯიჰადის” რამდენიმე ლიდერის ლიკვიდაცია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის ნომინანტები ცნობილია – თიბისი

13:03 06-02-2026
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
ახალი ამბები

23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში

12:13 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved