• რეკლამა
  • კონტაქტი
07:19, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისღა დაგვრჩენია იმ ვირუსებისგან დავიცვათ თავი, რომლის ვაქცინაც არსებობს”

ალია ავტორი - ალია
15:48 01-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

დაუდგენელი კორონავირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, ქალაქ უხანში დეკემბერში გამოვლინდა, საქართველოში მედიასაშუალებებით, ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაცია ვრცელდება და ამა თუ იმ ტერმინის გამოყენება არასწორად ხდება. ამის შესახებ „რეზონანსს” ქიმიის ბაკალავრი, მიკრობიოლოგიის მაგისტრანტი მირანდა ჭელიძე ესაუბრა. მისივე თქმით, მსგავსი სტატიები ვითარებას უფრო ამწვავებს და გაუგებარი თემები პანიკის საბაბი ხდება.

„ვირუსების სპეციფიკისა და მათი მოქმედების სირთულიდან გამომდინარე, არ არის მარტივი იმის ზუსტად გადმოცემა, რაც ხდება. სტატია ვნახე, სადაც რამდენიმე უზუსტობა იყო. ხალხს არასწორი შეხედულება აქვს ვირუსებზე და მსგავსი სტატიები, როგორც წესი, პროცესს უფრო ამწვავებს და გაუგებარი თემები პანიკის საბაბი ხდება. მთავარია ასეთ თემაზე მუშაობისას ჟურნალისტებმა ამ დარგის სპეციალისტებს მიმართონ დახმარებისთვის”, – აცხადებს ჭელიძე.

მას ამის მაგალითად ქართული საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ კონკრეტული ციტატები მოჰყავს და იქ გაპარულ უზუსტობებზე მიუთითებს:

„გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც…” – პანდემია არის ეპიდემიური დაავადების გლობალური გავრცელება. აქ ორივე, პანდემია და ეპიდემია, მოხსენიებულია, როგორც დაავადება. დაავადება არის კორონავირუსი. პანდემია კი პროცესია, რომელიც აღნიშნავს მის გლობალურ გავრცელებას.

„ინფექციის გადამტანი ვირუსი ან ბაქტერიაა” – ინფექცია/ინფექციური დაავადება ორგანიზმში პათოგენური ვირუსის ან ბაქტერიის არსებობით არის გამოწვეული, თორე მათ არაფერი გადააქვთ. გამრავლებისას უფრო ასნებოვნებენ ორგანიზმს.

„თავისი არსებობის დიდ ნაწილს ვირუსი მასპინძელ უჯრედში ატარებს, იყენებს მის ფერმენტულ სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განადგურებით თავად უჯრედის განადგურებაც აუცილებელი ხდება” – ვირუსი მხოლოდ მაშინ მრავლდება, როცა ცოცხალ ორგანიხმში ხვდება. სად ატარებს არსებობის დიდ ნაწილს, ვერ იტყვით. „ვირუსის განადგურება” არასწორია. უჯრედის გარეთ ისედაც არ არის „ცოცხალი” და არ მრავლდება. ამიტომ ანტივირუსული მედიკამენტების მოქმედების მექანიზმი შემდეგია: ხელს უწყობენ ვირუსის ორგანიზმიდან გამოძევებას, ან ხელს უშლიან ვირუსის გამრავლებას.

„ბევრ ანტივირუსულ პრეპარატს გამოხატული გვერდითი ეფექტები აქვს, ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაცილებით ეფექტიანია ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები” – არასწორი შედარებაა. ბევრი ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტი არც არსებობს. მით უმეტეს ახალი „მუტანტი” ვირუსის. ამიტომ ისღა დაგვრჩენია იმ ვირუსებისგან დავიცვათ თავი, რომლის ვაქცინაც არსებობს”, – განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, სტატისტიკისა და კონკრეტული ფაქტების არასწორად ინტერპრეტირება შესაძლოა ასევე პანიკის საფუძველი გახდეს, რაც გაუმართლებელია.

„რიცხვებით და სტატისტიკით ხალხის დაფრთხობა არასწორია. ყველას შეუძლია ფაქტები სთავისოდ წარმოაჩინოს. სამყაროში ჩვენზე და ბაქტერიებზე მეტი ვირუსია, თუმცა მათი უმრავლესობა საზიანო არ არის, პირიქით, სასიცოცხლო ციკლისთვის მნიშვნელოვანია,” – აცხადებს მირანდა ჭელიძე.

ცნობისათვის, უახლესი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ვირუსს 130-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა – 6 ათასს აღემატება. კორონავირუსი ჩინეთის გარეთ უკვე 16 ქვეყანაში დაფიქსირდა

წყარო ტექსტის და ფოტოს – რეზონანსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved