• რეკლამა
  • კონტაქტი
09:36, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ისე უნდათ წარმოგიჩინონ უკრაინა, რომ მოგინდეს ომი შენს ქვეყანაში” – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
13:38 10-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
436

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა:

„მინდა, გამოვეხმაურო ცნობილ ბილბორდებს და შესაბამის სარეკლამო რგოლს, სადაც გამოსახული იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები – ომის სურათი და მეორე მხარეს – ქვეყნის განვითარება. კონკრეტული სუბიექტები წუხან ამ ბილბორდების და შესაბამისი ვიდეორგოლის გამო ერთი მარტივი მიზეზით – ისინი 2,5 წლის განმავლობაში ახერხებდნენ წარმატებით, საქართველოს მოსახლეობისთვის დაემალათ რა ხდებოდა და რა ხდება დღეს უკრაინაში, სადაც არის სრული კატასტროფა ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ინფრასტრუქტურის კუთხით და ა.შ.

ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ისე წარმოაჩენდნენ მოვლენებს, რომ ჩვენ უნდა შეგვშურებოდა უკრაინის, პირდაპირ ამ ტერმინსსაც იყენებდნენ, რომ შურდათ უკრაინის, უკრაინელი ხალხის, უკრაინის სახელმწიფოსი. რეალურად, ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა ის ტყუილი, რაშიც ცდილობდნენ, დაეტოვებინათ ქართული საზოგადოება. მაშინაც იყო ბულინგი, მათ შორის სხვა ტელევიზიებიც, არა „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებიც რომ ნაკლებად აშუქებდნენ და აშუქებენ დღესაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ესეც ამ ბულინგის შედეგია, შენ თუ აჩვენებ იმ სურათს, რაც არის უკრაინაში, დაგიძახებენ რუსეთის გულშემატკივარს და ათას სისულელეს. რეალურად, საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე. ამის გამო არიან შეწუხებული ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, უკრაინაში არსებული ვითარება სასურველად წარმოედგინათ ქართული საზოგადოებისთვის. ამის მთავარი მიზანი რა არის – ისევ და ისევ ის განზრახვა, რაც აქვთ კონკრეტულ ძალებს. უნდათ საქართველოში ომი, მეორე ფრონტი, შენ სასურველად უნდა წარმოგიჩინონ უკრაინის მდგომარეობა, იმისთვის, რომ  გარკვეულ დონეზე მაინც მოგინდეს ომი და მეორე ფრონტი შენს ქვეყანაში. ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები ამ სარეკლამო მასალებით“.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved