შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატს პასუხობს, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული მტკიცებულებებით არასრულწლოვნებს ბრალს ვერ დაუმძიმებენ.
“პროცესიული კანონმდებლობით მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს. ისე კარგად დაუმძიმებენ, როგორც დაუბარებიათ. გამოყოფის შემდეგ ჩვეულებრივად არაფერში არ არის შეზღუდვა, არანაირი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა ყველანაირ გასაქანს, რომ არსებულ ეპიზოდში თუ გამოიკვეთება განზრახ მკვლეობა და ჩვენი ღრმა რწმენით, გამოიკვეთება. იქ მიესჯებათ 226-ში, უბრალოდ, აქ აღარ მიესჯებათ იმიტომ, რომ ერთი და იგივე ბრალდება გაორმაგებულად ხომ არ შეეფარდებათ და ისინი აქ, 109-ე ეპიზოდში, ჩვეულებრივად გახდებიან განზრახ მკვლელობის ბრალდებულები”
კომენტარები