• რეკლამა
  • კონტაქტი
16:07, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ისე გამოჰყავთ, თითქოს ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებამ პირველად ნახა” – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
03:54 11-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ისე გამოჰყავთ, თითქოს ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებამ პირველად ნახა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, სამართალდამცავებმა ექსპრეზიდენტის გადასაყვანად იძულების მინიმალური ზომები გამოიყენეს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტისა და „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია, მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოხსნა და სწორედ ამას ემსახურება მოთხოვნა, იგი სამოქალაქო სამედიცინო საავადმყოფოში გადაიყვანონ.

„ისე გამოჰყავთ, თითქოს ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებამ პირველად ნახა. როდესაც ის იყო პრეზიდენტი, გვახსოვს გორის ფაქტი, – სააკაშვილი არარსებულ თვითმფრინავებს გაექცა. ამასთან, უკრაინაში როგორ ავიდა სახურავზე, როგორ გამოათრიეს უკრაინელმა სამართალდამცავებმა თმებით, ეს ხომ არ არის ახალი. განსხვავება ის არის, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება ასე ნახოს ვიღაცამ, უკვე ნანახი ჰყავთ არაერთგზის, რა არის ამაში ახალი?! რაც შეეხება საქართველოში გამოქვეყნებულ კადრებს, აბსოლუტურად არის დაცული ადამიანის უფლებების სტანდარტი, იძულების ზომები არის გამოყენებული მინიმალურ ფარგლებში, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ვიხილეთ, მათ შორის შეურაცხყოფის და დაუმორჩილებლობის კონკრეტული ფორმის გათვალისწინებით.

ერთადერთი, რაც მას სურს, რამენაირად გავიდეს ციხიდან, რომ იქ მიეცეს გათავისუფლების შანსი. ბუნებრივია, სულელი არავინ არის ამ ქვეყანაში, არც ის არის სულელი და თავისი ჭკვიანური გათვლები აქვს, მაგრამ ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ და არ მივცემთ მას ამის განხორციელების საშუალებას. პატიმრები რატომ არიან ციხეში და არა შუა ქალაქში რაღაც შენობაში? – რადგან უსაფრთხოების სტანდარტი უნდა იყოს დაცული, მით უმეტეს იმ პატიმრის მიმართ, რომლის მიმართაც მომეტებული რისკები არსებობს. აქციებს აწყობენ და პირდაპირ აანონსებენ მის გათავისუფლებას და ა.შ. რისკები მომეტებულია სააკაშვილთან მიმართებაში. შესაბამისად, როდესაც ის ცდილობს, რომ ვიღაცას ჭკუაში მოატყუოს და თავი გადააყვანინოს შუა ქალაქში, იგივე გორის ჰოსპიტალში, – ციხის უსაფრთხოების სტანდარტი და გორის სამხედრო ჰოსპიტალის თუ სხვა ნებისმიერი კლინიკის დაცულობის სტანდარტისგან ასმაგად განსხვავებულია. უნდა, რომ გავიდეს ციხიდან, გადავიდეს ისეთ სივრცეში, სადაც სივრცის დაცულობის ხარისხი ასჯერ ნაკლები, თანაც, არანაირი საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსსურს, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება თავიდან აირიდოს.

„სააკაშვილს უნდა რამენაირად თავი დაიძვრინოს სტრასბურგის გადაწყვეტილებისგან. სტრასბურგის გადაწყვეტილებში, ყოველგვარი დათქმების და პირობის გარეშე, წერია მარტივი რამ: არის დაჟინებული მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილმა უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, წერტილი. ეს არის მარტივად ნათქვამი სტრასბურგის გადაწყვეტილებაში. თუ მას აქვს მინიმალური პასუხისმგებლობა შერჩენილი, იგივე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რაც ბუნებრივია მას არ აქვს, მოეთხოვება შიმშილობის შეწყვეტა. ახლა მას უნდა თავი დაიძვრინოს ამისგან, მაგრამ ეს არის ცარიელი საბაბი და სპეკულაცია, მას მოეთხოვება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პირველ რიგში შეწყვიტოს შიმშილობა, რასაც არ ასრულებს, ისე როგორც არასდროს შეუსრულებია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები და უამრავი გადაწყვეტილება აქვს სტრასბურგის სასამართლოს გამოტანილი მის წინააღმდეგ, მათ შორის წამების, მკვლელობის, არაადამიანური მოპყრობის, ბიზნესის რეკეტის ნაწილში, რაშიც არის დადანაშაულებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved