ისანში მამაკაცი დაჭრეს. მამაკაცს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებში დაწყებული კონფლიქტი დაჭრით დასრულდა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დადგენილია დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირი.
კომენტარები