• რეკლამა
  • კონტაქტი
01:52, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ის, ვინც ამბობს, რომ ამ კანონს დემოკრატია მართავს, ან ძალიან გულუბრყვილოა ან ჭკვიანურად მოტყუებული” – სიმონ პეტრიდისი FARA-ზე

ალია ავტორი - ალია
23:19 06-02-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,405

პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი (სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას), სიმონ პეტრიდისი:

FARA — უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი (Foreign Agents Registration Act) აშშ-ში მიღებული კანონია, რომელიც 1938 წლიდან მოქმედებს. მისი მიზანია, უზრუნველყოს გამჭვირვალობა იმ პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობაში, რომლებიც მუშაობენ აშშ-ში უცხოური მთავრობების, პოლიტიკური პარტიების ან ორგანიზაციების სახელით.

FARA-ს კრიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ კანონი შერჩევითად გამოიყენება ანუ მას ძირითადად იყენებენ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ან მედიის ყურადღების ცენტრში მყოფი ფიგურების დასასჯელად, ხოლო სხვა მსგავს შემთხვევებზე თვალს ხუჭავენ.

🔷️ Tony Podesta vs. Paul Manafort.
ტონი პოდესტა (ცნობილი ლობისტური ფირმის ხელმძღვანელი და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი) და პოლ მანაფორტი (რესპუბლიკელი) ორივე მუშაობდნენ იმავე უკრაინული პარტიისთვის.
მანაფორტი დაიჭირეს, პოდესტა არა. ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მმართველი არ იყო რეგისტრირებული FARA-ს შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრორუსულ პარტიაზე მუშაობდა. მანაფორტი მხოლოდ მას შემდეგ დარეგისტრირდა, რაც გამოძიება დაიწყო. ამას მოჰყვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუმცა ანალოგიური ქმედებები ბევრ სხვა ლობისტსაც ჰქონდა ჩადენილი წარსულში, მათ წინააღმდეგ კი საქმე არ აღძრულა.
🔶️Gen. Michael Flynn.
ფლინი, ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, არ იყო რეგისტრირებული FARA-ს შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის მთავრობის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობდა.
როცა გამოძიება დაიწყო, უკანონოდ დამალული კონტრაქტები და კონტაქტები გამოვლინდა. დემოკრატები ამტკიცებდნენ, რომ ფლინი დაუყოვნებლივ უნდა დასჯილიყო. რესპუბლიკელთა ნაწილი ამტკიცებდა, რომ FARA ჩვეულებრივ არ აღსრულდებოდა სხვების მიმართ და საქმე პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.
🔷️Law Firms & Think Tanks.
ცნობილია, რომ მრავალი დიდი იურიდიული კომპანია და ანალიტიკური ცენტრი (მაგალითად, Brookings Institution, CSIS) მუშაობენ უცხოური სახელმწიფოების დაკვეთებზე — მარკეტინგი, კონსულტაციები, საერთაშორისო კამპანიები. უმრავლესობა არასოდეს რეგისტრირდება FARA-ს შესაბამისად და ხელისუფლებაც მათ საქმიანობას ყურადღებას არ აქცევს, რადგან გავლენიანი პარტნიორები ჰყავთ. იკვეთება შერჩევითი მიდგომა, მხოლოდ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე პირები ან ,,არაპოპულარული” უცხოური პარტნიორებით მომუშავე პირები ექვემდებარებიან აღსრულებას.
🔶️Greg Craig.
ობამას ადმინისტრაციის დროს თეთრი სახლის მრჩეველი გრეგ კრეგი დაქირავებული ჰყავდა უკრაინის პრორუსულ მთავრობას, რათა მოემზადებინა იულია ტიმოშენკოს საქმის შეფასება. აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ მას FARA-ს რეგისტრაციის არდარეგისტრირების გამო ბრალი წაუყენა. ბევრი თვლიდა, რომ კრეგის წინააღმდეგ საქმე იყო პოლიტიკურად მოტივირებული, იმ ფონზე, როცა სხვა ანალოგიურ შემთხვევებზე არავინ გამოუყვანიათ სასამართლოში.

დაბნეულობა და არაკონკრეტულობა

კანონის ფორმულირება ბუნდოვანია და რთულად გასაგები. ის არ უზრუნველყოფს მკაფიო განმარტებას, თუ კონკრეტულად რა სახის საქმიანობა ითვლება ,,უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებად”. შედეგად უამრავი ორგანიზაცია ვერ ხვდება, უნდა დარეგისტრირდნენ თუ არა. ზოგიერთ ჟურნალისტსაც კი წაუყენეს ბრალდებები იმ მოტივით, რომ ისინი ,,უცხოური ინტერესების” სახელით მოქმედებდნენ, რაც იწვევს თვითცენზურას და კანონის გადაჭარბებულ ინტერპრეტაციას.

დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის დაშინება

👇FARA-ს გამოყენება ზოგჯერ მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი მედიის ან უფლებადამცველი ორგანიზაციების დისკრედიტაციას. RT America (Russia Today) და Sputnik: 2017 წელს აშშ იუსტიციის სამინისტრომ აიძულა ეს მედიასაშუალებები, დარეგისტრირებულიყვნენ FARA-ს შესაბამისად. კრიტიკოსების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მედიები აშკარად რუსული სახელმწიფო პროპაგანდის ნაწილია, სხვა უცხოური მედიები (მაგ. BBC ან Deutsche Welle) არ მოექცნენ მსგავს რეესტრში, რაც პოლიტიკურად მოტივირებულ მიდგომაზე მიუთითებს.

თავისუფლების შეზღუდვა და სტიგმატიზაცია

FARA-ს რეგისტრაციის მოთხოვნა ზოგჯერ გამოიყენება როგორც მორალური იარაღი უცხოურ ორგანიზაციებთან მომუშავე ადამიანების წინააღმდეგ. ასეთი რეგისტრაცია ხშირად აღიქმება, როგორც ,,მოღალატეობა” ან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. რამდენიმე აკადემიკოსი და ექსპერტი, რომლებიც უცხოური უნივერსიტეტებიდან იღებდნენ დაფინანსებას კვლევისთვის, იძულებული აღმოჩნდნენ, გაევლოთ რეგისტრაცია, რამაც მათ პროფესიულ რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა.

კანონი ჯერ კიდევ 1938 წელს არის მიღებული და ვერ ერგება თანამედროვე სამყაროს, სადაც სხვადასხვა ქვეყნების ინტერაქცია განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური სფეროს ფარგლებში ჩვეულებრივი და ხშირად აუცილებელი პრაქტიკაა.

შეიძლება კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ (თუნდაც აშშ-ის FARA-ს ან მისი ქართული ვერსიების მსგავსი) სიტყვიერად რაღაც სწორად ჟღერდეს გამჭვირვალობა, საზოგადოებრივი ინტერესი, უცხოური ჩარევის პრევენცია მაგრამ მისი მხარდამჭერების მოტივაცია და ქმედებები ხშირად წარმოადგენს არა საზოგადოებრივი სიკეთის დაცვის მცდელობას, არამედ ფართოდ გაშლილ საბურველს ბოროტების დასამალად, რომელიც თავისუფლებას წირავს ,,უწესრიგობის შიშის” სახელით.

ბოროტება ხშირად არ მოდის მძვინვარე, ეშმაკური ფიგურებისგან, არამედ ჩვეულებრივი, კანონის სახელით მოქმედი ადამიანებისგან, რომლებიც რუტინულად, ორდერით ან ,,საჯარო ინტერესით” მოქმედებენ.

🗣 „კანონის მხარდაჭერით“ დაკავებული ადამიანები, რომლებიც მშვიდად თვლიან, რომ საზოგადოება დაცულია, როცა რომელიმე არასამთავრობოს „უცხოეთის აგენტად“ მოიხსენიებენ, ბოროტებას მექანიკურად უწყობენ ხელს, ფიქრობს კი ოდესმე ეს ხალხი, რას ნიშნავს სხვაზე „აგენტის“ ბეჭედის დასმა მორალურად?

ეს არის ქმედება, რომელიც ადამიანებს ჩადენილი დანაშაულის გარეშე აყენებს სასჯელის სივრცეში, სირცხვილის გისოსებში, მხოლოდ იმიტომ, რომ უცხოურ პარტნიორებთან თანამშრომლობენ ან სწავლობენ, ან იკვლევენ, ან უბრალოდ იცხოვრეს სადღაც სხვაგან.

ის, ვინც ამბობს, რომ ამ კანონს დემოკრატია მართავს, ან ძალიან გულუბრყვილოა ან ჭკვიანურად მოტყუებული. მათი ლოგიკა იკითხავს:
„თუ არაფერი დაგიშავებია, რატომ გეშინია რეგისტრაციის?“, პასუხია:
„იმიტომ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს მხოლოდ თავისუფლებას დამნაშავისგან, ის ნიშნავს თავისუფლებას სახელმწიფოს თვითნებობისგანაც.“

ფილოსოფოსი ჯონ სტიუარტ მილი, ხაზგასმით გვაფრთხილებს, „სახელმწიფოს ღირებულება გრძელვადიან პერსპექტივაში იმ ადამიანების ფასეულობაზეა დამოკიდებული, ვინც მას ქმნის. სახელმწიფო, რომელიც ამცირებს საკუთარ მოქალაქეებს თუნდაც კეთილი მიზნებისთვის, რათა უფრო დამყოლ იარაღად აქციოს ისინი მალე გაიგებს, რომ პატარა ადამიანებით დიდი საქმე არ გაკეთდება.“

ამ კანონების მხარდამჭერები ხშირად ფიქრობენ, რომ ისინი სახელმწიფოს იცავენ „გარედან შემოჭრისგან“. მაგრამ სინამდვილეში, ისინი სახელმწიფოს გადააქცევენ ფანატიკურ მორალის პოლიციად, რომელიც იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეებს ადებს სარეკლამო ნიშანს: „უცხო“, „გარედან მართული“, „საფრთხე“.

ეს არ არის დაცვა, ეს არის შურისძიება კისერზე ჰალსტუხ აკრული ბიუროკრატისგან და დიახ — ბოროტი კაცი დანიაშიც ბოროტია. როცა დემოკრატია ნიღბავს დაჩაგვრას, ეს არ ნიშნავს, რომ დაჩაგვრა პატიოსანი ხდება. ამერიკული პასპორტით ან სახელმწიფო გრანტით შენიღბული ჩაგვრაც ჩაგვრაა, თუნდაც მას გამჭვირვალობა ერქვას.
სიმართლეს არ აქვს გეოგრაფია, ის ან არის ან არა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved