• რეკლამა
  • კონტაქტი
07:11, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ის, რომ საპროტესტო გამოსვლებს “დაძაბულობა” აკლია, არაფერზე მეტყველებს – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
14:10 07-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149
ენმ– ის წევრი დეპუტატი, რომან გოცირიძე: 
“საქართველოში ეროვნული მოძრაობის პერიოდიდან დაწყებული დღემდე 50-100 ათასის ფარგლებში( ზუსტად ვერავინ ითვლის და მუდამ ინტერპრეტაციებია) სულ ხუთი-ექვსჯერ თუ გამოსულა ხალხი ქუჩაში. არ ყოფილა ამ ოცდაათი წლის განმავლობაში რაიმე მასშტაბური ღინისძიება, რომ არ მიმეღოს მაწილეობა, ბუნებრივია, გარდა ორისა: ოცნების აქცია “დინამოზე”(მაშინ 80 ათასი კაცი ეტეოდა) და თავისუფლების მოედანზე. პროევროპული აქციების ახლანდელი ციკლი უპრეცედენტოა-ზედიზედ სამჯერ, მოკლე დროის ინტერვალში ქუჩაში გამოვიდა( კლებადი რაოდენობით) ათეულ ათასობით ადამიანი. ამ ათასებს ოჯახებში ჰყავდათ ბევრჯერ მეტი გულშემატკივარი. ნუ გვავიწყდება, რომ დღეისათვის ქვეყნის მოსახლეობა მილიონზე მეტით არის შემცირებული და შრომისუნარიან ადამიანთა დიდი მასები უცხოეთში არიან წასული.
რა მინდა ამით ვთქვა: ქვეყანაში ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად არის შეცვლილი. ის, რომ საპროტესტო გამოსვლებს “დაძაბულობა” აკლია, არაფერზე მეტყველებს. ნურც იმით განვსჯით, რომ კანცელარიის წინ ღამისსათევად მოპროტესტეთა მცირე რაოდენობა დარჩა. ამას გამართული მენეჯმენტი სჭირდება, მაგალითად, ისეთი, ნაციონალურმა მოძრაობამ რომ მოაწყო შიმშილობის აქცია მთავარ ოფისში. მსგავსი გამოცდილება და ალბათ რესურსები არა აქვს აქციის ორგანიზატორებს და მათ მიმართ სასაყვედურო არაფერია. სწორედ მათ გაუწიეს ორგანიზება ქუჩაში სტიქიურად გამოსული( არავის გამოუყვანია, არავის ჩამოუყვანია) ადამიანების ნების ცივილიზებულად წარმოჩინებას. ეს ის შემთხვევა იყო, როცა “ევროპა მართლა გავაოცეთ”.
ხელისუფლებამ მკვეთრი სიგნალი მიიღო. დეკემბრამდე არის დროს. თუ მოცემული შანსი მეორედაც ვერ(არ) გამოიყენა, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება. გინდ ხავერდოვანი რევოლუცია უწოდეთ და გინდ პოლიტიკური კრიზის გამო დანიშნული რიგგარეშე არჩევნები, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ხელისუფლების ცვლილება.
ხელისუფლება ახლა ეცდება დროის გაწელვას და ჩვეული ”ტრიუკების” შემოგდებას. თანაც ზაფხულია, თანმდევი განწყობილებით. მეორეჯერ ვერავის მოატყუებს. მხოლოდ ზეწოლაა ის გზა, რომელიც რეკომენდაციების შესრულებას აიძულებს. ზეწოლის ახალ მექანიზმებს ვერ გამოიგონებ-ესაა აქტიურობა გარეთ, აქტიურობა, შიგნით, აქტიურობა პარლამენტში და საკრებულოებში, აქტიურობა მედიაში და რაც მთავარია-ქუჩა. ბევრი, საშუალო, ცოტა, მაგრამ ცოცხალმა ქუჩამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას მოსვენების საშუალება.
რაც შეეხება გუშინდელ აქციას, სკეპტიკოსებს მინდა ვუთხრა-ყველაფერი კარგადაა, რადგან ყველაფერი ნათელია. შეცდომა იქნება იმის გამეორება, რაც აქამდე იყო. რა იყო აქამდე-ამის გამეორება არ გვაწყენს.”
თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved