• რეკლამა
  • კონტაქტი
10:10, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ის, რომ 7 აგვისტოს უნდა გავიდეთ გმირთა პატივის მისაგებად თუ 8 აგვისტოს, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია“ – ირაკლი ქადაგიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:41 08-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
668

“არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი – პრეზიდენტმა სააკაშვილმა განკარგულება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ 8 აგვისტოს გადმოლახა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს საზღვარი და გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, სხვა ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს არ გააჩნია”-  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გმირებისთვის პატივის მიგება ყოველთვის 8 აგვისტოს ხდებოდა და „ნაციონალური მოძრაობა“ 7 აგვისტოზე სპეკულირებს, რათა ომის თაობაზე ევროსაბჭოს რეზოლუციაში არსებული ჩანაწერი გაამართლოს, რომელსაც მათ ხმა მისცეს.

„ის, რომ 7 აგვისტოს უნდა გავიდეთ გმირთა პატივის მისაგებად თუ 8 აგვისტოს, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო 2-3 წელია აქტიურად ლობირებს, მანამდე ეს ყოველთვის იყო 8 აგვისტო. არსებობს სამართლებრივი დოკუმენტები – 9 აგვისტოს გამოსცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა განკარგულება, რომ 8 აგვისტოს გადმოლახა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს საზღვარი და გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, სხვა ოფიციალური დოკუმენტი საქართველოს არ გააჩნია. შეიძლება (რუსეთის რეგულარული არმია) 5- შიც იყო და პირველ აგვისტოსაც, მაგრამ ახლა ხომ არ დავიწყებთ, ვინ, როდის, რა დაინახა? ცალსახად ყველაფერი დოკუმენტების მიხედვით ითქმება და 9 აგვისტოს არის გამოცემული პრეზიდენტის განკარგულება, სადაც ყველაფერი შავით თეთრზე წერია. პრეზიდენტის განკარგულებაა, ირაკლი ქადაგიშვილის კი არა” – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ვინ დაიწყო ომი, ამაზე კითხვის დასმა მიუღებელია, რადგან ამაზე ცალსახა პასუხია, რომ რუსეთმა, თუმცა, რაც შეეხება წინა ხელისუფლების ქმედებებს, ის ომამდე და ომის განმავლობაშიც ქადაგიშვილის შეფასებით, არაადეკვატური იყო

„შეურაცხმყოფელად მიმაჩნია, როცა ბანალურ შეკითხვას მისვამენ, საზოგადოებისთვისაც გამაღიზიანებელია ასეთი ელემენტარული ჭეშმარიტების გარშემო სპეკულატიური კითხვების დასმა, რუსეთი რომ აგრესორია და ომი დაიწყო და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, ამაზე რატომ სვამთ კითხვას? იმ ხელისუფლების ქმედებები ომამდე და ომის განმავლობაში, იყო თუ არა ადეკვატური?! – არ იყო ადეკვატური, არც ომამდე, არც ომის განმავლობაში და არც ომის შემდეგ,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

თეგები: ირაკლი ქადაგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved