• რეკლამა
  • კონტაქტი
19:32, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ის, რაც ვერ გამოიყენა საქართველომ, გამოიყენა ყაზახეთმა“ – რას წერს TCRC და როგორ დარჩა კალაძის დაპირება დაპირებად

ალია ავტორი - ალია
17:48 01-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249

“ის, რაც ვერ გამოიყენა საქართველომ, გამოიყენა ყაზახეთმა“, – წერს TCRC

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” ინფორმაციით, ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში  ევროპული ბიზნესისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებას – სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ინდუსტრიას ავითარებს.

შვეიცარიული კომპანია Stadler Rail-ის მასშტაბური პროექტი,, ღამის მატარებლებისთვის 600 თანამედროვე საძილე ვაგონს აგებას ითვალისწინებს. კონტრაქტის საერთო ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარს აღემატება.

კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა საქართველოში ადგილობრივი სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის განვითარება, TCRC-ში პასუხობენ, რომ შესაძლებელი იყო, მაგრამ სახელმწიფომ ვერ შეასრულა გაცემული დაპირება.

„საქართველოში გათვალისწინებული იყო სარკინიგზო მანქანათმშენებლობის დარგის განვითარებისათვის შვეიცარიულ კომპანია Stadler Rail-თან ერთობლივად თბილისში რეგიონული ქარხნის მშენებლობა, რაზეც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ოფიციალურად 2018 წელს მოეწერა ხელი. დოკუმენტს – თბილისის მერმა კალაძემ, კომპანია Stadler-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ შპულერმა და „საქართველოს რკინიგზის“იმდროინდელმა გენერალურმა დირექტორმა ფერაძემ მოაწერეს ხელი.”

დედაქალაქის მერის მიერ გაიცა დაპირება ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის Stadler-ის ვაგონების საქართველოში წარმოების შესახებ.

თუმცა, თბილისში აღნიშნული ქარხნის მშენებლობა არ განხორციელდა

Stadler Rail-ის განმარტებით, შვეიცარიულმა მხარემ თავის თავზე აიღო, თითქმის ნულიდან, ქარხნის კონტროლი და ყაზახეთში ქარხნის აშენება, რაც Stadler-ის სტანდარტების შესაბამისად წარმოების ხაზებიდან ხარისხის კონტროლის სისტემამდე სამუშაოების ორგანიზებას ითვალისწინებდა.

“დასანანია, რომ ანალოგიური საწარმო შესაძლებელია საქართველოშიც აშენებულიყო, Stadler-ის ქარხნის მშენებლობა და ადგილობრივი სარკინიგზო მანქანათმშენებლობის განვითარება ძლიერი ბიძგი იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“, – წერს TCRC.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved