• რეკლამა
  • კონტაქტი
12:00, შაბათი, 10 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არის საზარელი” – რას ამბობს უკრაინიდან დაბრუნებული შალვა პაპუაშვილი…

ალია ავტორი - ალია
13:26 04-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ ამბობს, რომ მბუჩასა და ირპენში რომ ომის დანაშაულის ნიშნები დაინახა:

“რა თქმა უნდა, ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არის საზარელი, და მე იქაც აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, საზარელთან ერთად ქართველებისთვის ეს არ არის პირველი, როდესაც ჩვენ ასეთი სურათები ვნახეთ და ჩვენ ასეთი სურათები  გვახსოვს 1990-იანი წლებიდან, გვახსოვს 2008 წლიდან. ეს ჩვენთვის ნაცნობია და გარკვეულწილად საქართველოში ნანახი ტრაგედია გააღვიძა. მე ჩემს კოლეგასთანაც მქონდა საუბარი და ესაა მნიშვნელოვანი, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს, და ჩვენ 1990-იან წლებში არ იყო ამის საშუალება, ამის სამართლებრივი დოკუმენტირება. ბუჩაში სამარხი სადაც არის ფრანგი კრიმინალისტები და უცხოელი ექსპერტები მუშაობენ და ეს არის ახლა მთავარი. მთავარი ახლა არის არა განცხადებები, პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებები. სწორედ ამიტომ ჰააგის სასამართლო არის ის ინსტანცია, სადაც უნდა მოხდეს ყველა ამ დოკუმენტაციის შექმნა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ერთი დღით ადრე ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი იყო ჩასული და ჩვენ გამოცდილება გვაქვს ამ კუთხითაც ჰააგის სასამართლოსთან ურთიერთობის და ყველანაირად შეგვიძლია, დავეხმაროთ.

რა თქმა უნდა ჩვენ იქ რასაც ვხედავდით, ეს შეიცავს ომის დანაშაულის ნიშნებს და ფაქტია ის რაც ვნახეთ ის დაზიანება სამოქალაქო შენობების და ადამიანური მსხვერპლი საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას და აქ უნდა იყოს ახლა ყველა ჩართული”,- ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

ქართული დელეგაცია უკრაინაში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა, სადაც რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდნენ და მოინახულეს რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული ბუჩა და ირპენი.

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved