• რეკლამა
  • კონტაქტი
07:41, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ის დრო, როდესაც “ოცნება” “დაამთავრებს ნაცებს” არასდროს მოვა! ფაქტის წინაშე ვდგევართ, “ოცნების” პოზიციები სუსტდება” – ერეკლე კუხიანიძე

ალია ავტორი - ალია
15:42 07-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

თბილისის საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე:

“საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის ”ოცნების” მომხრეებიც, ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ უნდა შეიქმნას ”რაღაც” ახალი, ღირსეული ძალა, რომელიც შეცვლის იმ სიტუაციას, როდესაც ნაცების შიშით ყველა ნორმალური ადამიანი ხმას აძლევს ”ოცნებას”. ამ სიტუაციამ და ამის გამო გარანტირებულმა მოგების განცდამ პოლიტიკურად გარყვნა ”ოცნების” გუნდი, რომელიც მხოლოდ იმითია დაკავებული, რომ რაღაც დონეზე შეინარჩუნოს ეს მისთვის მომგებიანი თანაფარდობა, იმის მაგივრად რომ წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულოს.

არ დავიწყებ დეტალურად სიტუაციის გარჩევას, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის. ვიტყვი ერთს, რომ რეალური დემოკრატიის დამყარების გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. დემოკრატია არ არის მხოლოდ ისეთი სიტუაცია ქვეყანაში, სადაც ვისაც რასაც უნდა იმას საუბრობს დაუსჯელად, და რაც გინდა ილაპარაკე: ძაღლი ყეფს – ქარავანი მიდის!

ნამდვილი დემოკრატია არის ისეთი პოლიტიკური სისტემა, სადაც საზოგადოების ხმა და აზრი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას!

დღეს ჩვენ იძულებულები ვართ ვიცხოვროთ თავს მოხვეული ყალბი დემოკრატიის პირობებში. სადაც რაც გინდა ილაპარაკე – მთავრობას სულ ფეხებზე ჰკიდია სენი აზრი!

ამ დროს კანონმდებლობის დონეზეც კი არის კანონები სადაც ნამდვილი თვიტმმართველობის ჩამოყალიბება და დამკვიდრება არის შესაძლებელი!

მაგრამ ჩვენს მთავრობას ეს არ უნდა!

ოცნება სარგებლობს საზოგადოების გაუთვითცნობიერებულობით ამ საკითხის სიღრმეებში და ნამდვილი დემოკრატიის ნაცვლად ხალხს აცხოვრებს ყალბი დემოკრატიის პირობებში.

ეს დრო უნდა დამთავრდეს!

იმაზე საუბარი, რომ ეხლა არ არის რამე ახალი ძალის ასპარეზზე გამოსვლის დრო, რომ ეს ნაცების წისქვილზე დაასხავს წყალს – უნდა დამთავრდეს, რადგან ეს მიზეზი გადაიქცა სრულიად დემაგოგიურ მიზეზად, რამეთუ ის დრო, როდესაც ”ოცნება” ”თვითონ დაამთავრებს ნაცებს” და მერე ”კი ბატონო” – ახალი ძალაც შეიძლება რომ გაჩნდეს – არასდროს არ მოვა!!!!! რადგან ფაქტის წინაშე ვდგევართ, რომ ოცნების მხრიდან პოზიციები სულ უფრო სუსტდება ე.წ. ოპოზიციის, სინამდვილეში კი ნაცბანდის და მისი დამქაშების სასარგებლოდ!

დადგა დრო, რომ ქვეყანაში დავამყაროთ ნამდვილი, კანონში გაწერილი დემოკრატია, რომელიც მისცემს საშუალებას მოსახლეობას რეალურად მიიღოს ქვეყნის მართვაში მონაწილეობა და არა მხოლოდ შორიდან უყუროს ყოველი 4 წლის განმავლობაში როგორ ატყუებენ მათ მათივე არჩეული ”ხალხის რჩეულები”

თეგები: ერეკლე კუხანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved