შოვში ჩასული მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, ადასტურებს, რომ ვერტმფრენმა შოვში 4–5 საათის შემდეგ დაიწყო მუშაობა და ამტკიცებს, რომ პირველი 4–5 საათი ვერანაირი ვერტმფრენი ვერ იმუშავებდა:
“იმ პირობების დროს, ის 4-5 საათი ვერსად ვერანაირი ვერტმფრენი ვერ იმუშავებდა. ასეთი ტექნიკა არ არსებობს. თუკი რაიმე ეჭვი შეიძლება არსებობდეს, ოდნავი მაინც, 1 %-იანი, ვინმეს, რომ სპეკულაციის საშუალება არ მიეცეს, საბოლოო დასკვნამდე წინასწარ, თუნდაც 1%-თან დაკავშირებით რაიმე წინასწარი დასკვნები არ გამოიტანოს ვინმემ, ალბათ სწორია და მათი კომპეტენციაა გამოძიების დაწყება, რომ ბოლომდე გამოძიების ფარგლებშიც ყველა კითხვას საბოლოო, ამომწურავი, დეტალური პასუხი გაეცეს”.
კომენტარები