ირანსა და ისრაელს შორის დარტყმების ფონზე, ნავთობის ფასები ბარელზე 3 დოლარზე მეტით გაიზარდა.
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 3,20 დოლარით, ანუ 3,39%-ით გაიზარდა და ბარელზე 96,24 დოლარი შეადგინა. ამერიკული WTI-ის ფასი კი 2,87 დოლარით, ანუ 3,17%-ით გაიზარდა და ბარელზე 93,41 დოლარი გახდა.
კვირას ისრაელმა ბეირუთის სამხრეთით „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე დარტყმების შესახებ განაცხადა, რასაც ირანის მხრიდან ისრაელის მიმართულებით დარტყმები მოჰყვა. შემდეგ კი ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმა მიიტანა.
















კომენტარები