ისრაელის თავდასხმები თუ არ შეწყდება, კონფლიქტი შესაძლოა, გაფართოვდეს და მასში სხვა მხარეებიც ჩაერთონ, – ამ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი აკეთებს.
ეს ორგანიზებული სამხედრო დანაშაულები, რომლებსაც სიონისტური გაერთიანება ჩადის, დაუყოვნებლივ თუ არ შეწყდება, მაშინ ჩვენ ნებისმიერი შესაძლებლობა შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ. სასაცილოა, რომ ყოველთვის, როდესაც ამერიკა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, ის ნებას რთავს კრიმინალებს, ყალბ სიონისტურ გაერთიანებას, დახოცოს ქალები, ბავშვები და სამოქალაქო პირები ღაზაში. ამერიკამ არ შეიძლება გზავნოს იარაღი და ბომბები ქალების, ბავშვებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად ღაზაში და ამავდროულად მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდოს“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
კომენტარები