• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირანის ელჩის კრიტიკა “ჰადსონის ცენტრს” – “პოლიტიკური ხარკი სურთ”

"მუსტაფას ყოფნას საქართველოში რაც შეეხება, ჭორები რაც არსებობს ამ თემაზე, პასუხი ირაკლი კობახიძემ გასცა"

ალია ავტორი - ალია
16:16 06-11-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ირანის ელჩი
Facebook-ზე გაზიარება
143

საქართველოში ირანის ელჩი “ჰადსონის ინსტიტუტის” კვლევას ეხმაურება, რომელშიც ჩვენს ქვეყანაში “ირანული გავლენების გაზრდაზე და ირანული კომპანიების გაფართოებაზეა” საუბარი და ამტკიცებს, რომ “ბინადრობის უფლების გამო ქმნიან კომპანიებს”.

რაც შეეხება ჰადსონის ანგარიშს, მისი ერთ-ერთი თანაავტორი არის ლუკ კოფი. ის ძველი სამხედროა – მზვერავი. მისი არანაირი კვლევა რაიმე ნაშრომი კავკასიისა, თუნდაც საქართველოს შესახებ არ მოიძებნება. შემაშფოთებელია, გარკვეულწილად ის, რომ ამერიკა თავისი სამხედრო სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ან მოქმედი წარმომადგენლებით ცდილობენ კავკასიის თემებზე მუშაობას. ისინი ერთი პერიოდი მუშაობდნენ ავღანეთზე, იძლეოდნენ ინსტრუქცუებს, ახლა ლოკაცია შეცვალეს და გადმოერთნენ საქართველოზე და კავკასიაზე. მათი ანალიტიკა – მათმმა მასალებმა რა შედეგი მოუტანა ავღანეთს?

რაც შეეხება ირანულ კომპანიებს – გამოითხოვეთ საჯარო რეესტრისგან, რამდენი აქტიური მოქმედი ირანული კომპანია, მიმართეთ საგადასახადოს და ბრუნვა გაარკვიეთ კომპანიების. რატომაა ამდენი კონპანია ერთ მისამართზე რეგისტრირებული. ესეც უკავშირდება საქართველოში მოქმედ კანონს. როდესაც პიროვნებას ბინადრობის აღება სურს,  არის  გარკვეული პირობები – როდესაც პიროვნება ქმნის კომპანიას, კომპანიიის საშუალებით იღებს ბინადრობას, საქართველოს სავიზიტო ბარათებს შორის მე მაინც გამოვარჩევდი – წყალი, ღვინო, გამჭვირვალობა, გადაამოწმეთ. 

ჰადსონის ცენტრი და სხვა ამერიკული ანალიტიკური ცენტრები დაინტერესებული არიან, რომ საქართველოსგან მიიღონ გარკვეული პოლიტიკური ხარკი – ამისათვის იყენებენ ისეთ პიროვნებებს რომლებიც დღეს სხვა ქვეყანაზე მუშაობენ, ხვალ შეიძლება სულ სხვა ქვეყანაზე გადმოერთონ.  ანგარიშის ერთერთი თანაავტორი გიორგი კანდელაკი,  ისევე როგორც თინა ხიდაშელი მათ წინააღმდეგ საქმეც არის აღძრული.

ელჩმა ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ ალ მუსტაფას უნივერსიტეტზეც – სეიედ ალი მოჯანმა “ჭორები” უწოდა ჰადსონის უნივერისტეტის კვლევის იმ ნაწილს, სადაც ალ მუსტაფას უნივერსიტეტზეა საუბარი და დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ თემაზე არსებულს კითხვებს, პასუხი ირაკლი კობახიძემ გასცა.

რაც შეეხება ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს – ის უდიდესი თეოლოგიური სასწავლებელია ირანში, სწავლობენ ირანელები და უცხოელები, დაახლოებით 100-მდე საგანი ისწავლება. ეს მთლიანად თეოლოგიური არაა, სხვადასხვა საგნები ისწავლება. მუსტაფას ყოფნას საქართველოში რაც შეეხება, ჭორები რაც არსებობს ამ თემაზე, პასუხი ირაკლი კობახიძემ გასცა”, – აცხადებს ირანის ელჩი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved