ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ არ ცნობენ უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში – დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლი, ნასერ ქანაანი:
„ირანის ისლამური რესპუბლიკა, როგორც ყოველთვის, თავისი პრინციპული პოზიციების შესაბამისად, ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის სრულ პატივისცემას, როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმას და გაეროს წესდების პრინციპებისა და მიზნების პატივისცემას.”
კომენტარები