პენტაგონის პრესსპიკერი, ჯონ კირბი:
“ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ყირიმში ბაზირებული რუსი სამხედრო პერსონალი ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინის მასშტაბით, მათ შორის კიევის წინააღმდეგ, თავდასხმებისთვის იყენებს. ირანელი სამხედრო პერსონალი ყირიმში ადგილზე იმყოფებოდა და მათ ამ ოპერაციების განხორციელებაში ეხმარებოდა. თეირანი ახლა უშუალოდ არის ჩართული ადგილზე და იარაღის მიწოდებით, რომელიც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინაში. მათ შეუძლიათ მსოფლიოს ატყუონ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფაქტებს ვერ დამალავენ.”
კომენტარები