ირანის მოქალაქე, რომელმაც უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, დაკავებულია. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა გერმანულ გამოცემა Der Spiegel-თან საუბარში განაცხადა.
„32 წლის წინ ამერიკელებმა ჩამოაგდეს ირანული თვითმფრინავი, მაგრამ ბოდიში ჩვენთვის არავის მოუხდია. ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ეს გააკეთა, მედლითაც კი დააჯილდოვეს, მაშინ, როდესაც ირანელი, რომელმაც უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო, ციხეში ზის“, – აღნიშნა ზარიფმა.
თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა/
კომენტარები