საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი აცხადებს, რომ ძალიან ცოტაა ომი, როდესაც მოწინააღმდეგის თავზე არა მხოლოდ საჰაერო უპირატესობას აღწევ, არამედ აბსოლუტურ საჰაერო დომინაციას, და რომ უკვე სწორედ ამას მიაღწია აშშ-მა ირანის თავზე. პრაქტიკულად ყველა წერტილი – ქვეყნის როგორც დასავლეთით, ისე შორეული აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვარზე, ინტენსიურად იბომბება.
ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსსა (IRGC) და ბასიჯის დანაყოფებში სერიოზული ქაოსი და დაბნეულობაა. ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი ლიკვიდირებულია. ოფიცერთა ნაწილმა ქალის ტანსაცმელი და ჩადრები გადაიცვა და ისე იმალება. ზოგმაც სკოლებსა და ჰოსპიტლებს შეაფარა თავი (ეს მათი კლასიკური ხელწერაა). ზოგიერთ ქალაქში სრულად მოიშალა პოლიციური კონტროლი – ამერიკული ავიაცია ყველა გასამხედროებულ პუნქტს ინტენსიურად ბომბავს. პოლიციის ნაწილი სამსახურში აღარ ცხადდება.აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ თუ გგონიათ ჯერ ყველაფერი ნახეთ, ძალიან ცდებით – ყველაფერი წინ არისო.ყოველი ღამის განმავლობაში ირანი სტრატეგიული მძიმე ბომბდამშენებით იბომბება. განადგურებულია საკომუნიკაციო ცენტრები და სამხედრო აეროპორტები.აშშ-მა კიდევ ერთი ირანული სამხედრო გემი ჩაძირა, რითაც პრაქტიკულად თავი მოკვეთა ირანული ფლოტის აქტივობას.სრულიად განადგურებულია სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი ფარჩინი თეირანის სიახლოვეს. რამდენიმე სამხედრო ბაზისაგან კვალიც კია წაშლილი.ირანის მხრიდან კატასტროფულად შემცირდა ბალისტიკური რაკეტების გაშვების რაოდენობა. აგრეთვე შემცირებულია დრონების აქტივობაც.ორი ცნობილი გეოპოლიტიკოსი – ამერიკელი ადმირალი ალფრედ მეჰენი და იტალიელი გენერალი ჯულიო დუე აღნიშნავენ, რომ თუ ომს იგებ ზღვაში და ომს იგებ ცაში, ხმელეთზე მოქმედების თავისუფლება გეძლევა და გამარჯვება სრულიად ხელშესახები ხდება. სწორედ ეს კომპონენტი დარჩა აშშ-ს ისლამური რეჟიმის გასანადგურებლად. რეჟიმი კატასტროფულად სუსტდება მიწაზე და თუკი აშშ-ის მიზანი მისი კოლაბორაციაში შემოსვლა ან უბრალო სამხედრო კაპიტულაცია არ არის, არამედ მისი სრული დემონტაჟია, მაშინ ვიღაცამ ამ ვაკუუმის შევსება უნდა დაიწყოს – სახალხო აჯანყებულებმა, სამხედროებმა, უმცირესობებმა თუ სხვამ. ვნახოთ.
პ.ს. რუსები ტირიან, ჩვენ რომ ზღვაზე და ჰაერში ომი მოგებული გვქონდეს, უკრაინაში ომი უკვე მოგებული გვექნებოდაო. მაგრამ ომიდან მეხუთე წელი დაიწყო და საჰაერო უპირატესობა ვერ მოიპოვეს იქ და ალბათ ვერც მოიპოვებენ. ერთადერთი ეჭვი რაზეც არსებობს არის ის, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებს ამერიკელების ადგილსამყოფელის შესახებ. და იმედია რუსეთი ამის გამოც დაისჯება.














კომენტარები