• რეკლამა
  • კონტაქტი
20:07, კვირა, 5 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ირანელ ოფიცერთა ნაწილმა ქალის ტანსაცმელი და ჩადრები გადაიცვა და ისე იმალება” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
16:30 03-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,622
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი აცხადებს, რომ ძალიან ცოტაა ომი, როდესაც მოწინააღმდეგის თავზე არა მხოლოდ საჰაერო უპირატესობას აღწევ, არამედ აბსოლუტურ საჰაერო დომინაციას, და რომ უკვე სწორედ ამას მიაღწია აშშ-მა ირანის თავზე. პრაქტიკულად ყველა წერტილი – ქვეყნის როგორც დასავლეთით, ისე შორეული აღმოსავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვარზე, ინტენსიურად იბომბება.
ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსსა (IRGC) და ბასიჯის დანაყოფებში სერიოზული ქაოსი და დაბნეულობაა. ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი ლიკვიდირებულია. ოფიცერთა ნაწილმა ქალის ტანსაცმელი და ჩადრები გადაიცვა და ისე იმალება. ზოგმაც სკოლებსა და ჰოსპიტლებს შეაფარა თავი (ეს მათი კლასიკური ხელწერაა). ზოგიერთ ქალაქში სრულად მოიშალა პოლიციური კონტროლი – ამერიკული ავიაცია ყველა გასამხედროებულ პუნქტს ინტენსიურად ბომბავს. პოლიციის ნაწილი სამსახურში აღარ ცხადდება.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ თუ გგონიათ ჯერ ყველაფერი ნახეთ, ძალიან ცდებით – ყველაფერი წინ არისო.
ყოველი ღამის განმავლობაში ირანი სტრატეგიული მძიმე ბომბდამშენებით იბომბება. განადგურებულია საკომუნიკაციო ცენტრები და სამხედრო აეროპორტები.
აშშ-მა კიდევ ერთი ირანული სამხედრო გემი ჩაძირა, რითაც პრაქტიკულად თავი მოკვეთა ირანული ფლოტის აქტივობას.
სრულიად განადგურებულია სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი ფარჩინი თეირანის სიახლოვეს. რამდენიმე სამხედრო ბაზისაგან კვალიც კია წაშლილი.
ირანის მხრიდან კატასტროფულად შემცირდა ბალისტიკური რაკეტების გაშვების რაოდენობა. აგრეთვე შემცირებულია დრონების აქტივობაც.
ორი ცნობილი გეოპოლიტიკოსი – ამერიკელი ადმირალი ალფრედ მეჰენი და იტალიელი გენერალი ჯულიო დუე აღნიშნავენ, რომ თუ ომს იგებ ზღვაში და ომს იგებ ცაში, ხმელეთზე მოქმედების თავისუფლება გეძლევა და გამარჯვება სრულიად ხელშესახები ხდება. სწორედ ეს კომპონენტი დარჩა აშშ-ს ისლამური რეჟიმის გასანადგურებლად. რეჟიმი კატასტროფულად სუსტდება მიწაზე და თუკი აშშ-ის მიზანი მისი კოლაბორაციაში შემოსვლა ან უბრალო სამხედრო კაპიტულაცია არ არის, არამედ მისი სრული დემონტაჟია, მაშინ ვიღაცამ ამ ვაკუუმის შევსება უნდა დაიწყოს – სახალხო აჯანყებულებმა, სამხედროებმა, უმცირესობებმა თუ სხვამ. ვნახოთ.
პ.ს. რუსები ტირიან, ჩვენ რომ ზღვაზე და ჰაერში ომი მოგებული გვქონდეს, უკრაინაში ომი უკვე მოგებული გვექნებოდაო. მაგრამ ომიდან მეხუთე წელი დაიწყო და საჰაერო უპირატესობა ვერ მოიპოვეს იქ და ალბათ ვერც მოიპოვებენ. ერთადერთი ეჭვი რაზეც არსებობს არის ის, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებს ამერიკელების ადგილსამყოფელის შესახებ. და იმედია რუსეთი ამის გამოც დაისჯება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved