• რეკლამა
  • კონტაქტი
20:14, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ირან-ისრაელის კონფლიქტში ტრამპის მხრიდან იზრდება ხისტი, გასამხედროებული რიტორიკა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
19:11 06-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,512
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
ირან-ისრაელის კონფლიქტში ტრამპის მხრიდან იზრდება ხისტი, გასამხედროებული რიტორიკა. თუკი თავიდან ოფიციალური ვაშინგტონი შორს იჭერდა თავს, ახლა “ჩვენ სრული საჰაერო დომინაცია გვაქვს ირანზეო” – განცხადება გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტმა. აქ საკვანძო სიტყვა “ჩვენ” არის მიუხედავად იმისა, რომ აშშ პირდაპირ არ მონაწილეობს პროცესში. ამას ემატება მისი მეორე წერილობითი კომენტარიც – “უპირობო დანებება”/”უსიტყვო კაპიტულაცია”. ეს განცხადებაც ირანისაკენაა მიმართული.
პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკური შედეგები საკმაოდ წარუმატებელი იყო ღაზასა და უკრაინაში, ირანზე წინა თვეების ზეწოლის მცდელობამაც ვერ გაამართლა, ხოლო ჩინეთთან სატარიფო დაპირისპირება გრძელდება. ამ ფონზე მას რაიმე ხელშესახები წარმატება სჭირდება. ეს კი ირანი შეიძლება იყოს.
სხვათა შორის ჯერ კიდევ მარტის ბოლოს დაიწყო აშშ-მ სამხედრო ავიაციის გადასროლა ინდოეთის ოკეანეში არსებულ კუნძულ დიეგო გარსიაზე. ეს კუნძული ერთ-ერთი ყველაზე დაცულ ამერიკულ საავიაციო ბაზას მასპინძლობს შუა ოკეანეში. უკვე მაშინ გაჩნდა ვარაუდი, რომ შეიძლება ამერიკა ირანის დასაბომბად ან მასზე ზეწოლის გასაძლიერებლად ემზადებოდა. 
ცხადია, ტრამპის მხრიდან ხისტი რიტორიკა და სამხედრო ძალებისა და ბენზინმზიდების გადასროლა ახლო აღმოსავლეთის სიახლოვეს, უეჭველ და გარდაუვალ ომს არ მოასწავებს. შეიძლება ეს ირანის ხელისუფლებისადმი კიდევ უფრო სერიოზული ზეწოლის ნაწილი გახლდეთ. ან სულაც ტრამპის მხრიდან ქულების აგროვების მცდლობაეს ემსახურებოდეს – რაც წარმატებასთან ახლოსაა მისი მიწერის მცდელობა იყოს, წარუმატებლობისგან კი დისტანცირდებოდეს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ისრაელს უჭირს მთების ქვეშ არსებული ირანის ატომური ობიექტების განადგურება, რაც აშშ-ს ჩართულობის გარეშე საბოლოოდ საკმაოდ რთულად შესასრულებელი ამოცანა იქნება. ირანი გეოგრაფიულად მთებით, უდაბნოებითა და სიმაღლეებით დახუნძლული ციხესიმაგრეა.
რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონპოსტიც წერდა, რომ ნეთენზის ატომური ენგიის გამდიდრების ობიექტის დაბომბვის მიუხედავად მიწისქვეშა ზარალი აღდგენას ექვემდებარებაო. ისრაელმა ატომური ფიზიკის მეცნიერებზე და ობიექტებზე იერიშებით პროგრამა შეიძლება სერიოზუალად შეაფერხა, მაგრამ მის ნეიტრალიზაცია როგორც ჩანს არ მომხდარა. ეს კი მისი მხრიდან დაბომბვების გაგრძელებას მოასწავებს და ისრაელის მხრიდან აშშ-ს ჩართვის მოწოდებები, ისევე როგორც ირანში რეჟიმის ცვლილებისაკენ გაკეთებული განცხადებებიც არ წყდება. ისიც სათქმელია რომ 1979 წლის შემდეგ ირანი და აშშ ურთიერთმტრული სახელმწიფოები არიან და დაპირისპირების სხვადასხვა ფაზები უკვე ვიხილეთ აშშ-ს საელჩოს დაკავებისას თეირანში, ერაყ-ირანის ომში, ჰორმუზის სრუტესა თუ ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ. ასე რომ ირანზე პოტენციური თავდასხმა არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი.
პ.ს. გავრცელდა საკმაოდ ბუნდოვანი ინფორმაცია ირანის ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუმ აჰმადინეჯადზე თავდასხმის შესახებ. უცნობია ეს თავდასხმა მართლა განხორციელდა თუ არა და რა ბედი ეწია მას, მაგრამ მისი მოშორება ვის შეიძლება უნდოდეს სულაც არაა ცალსახა. თუკი მისი პრეზიდენტობა რადიკალიზმით, აიათოლა ხამენეისადმი მორჩილებით, ატომური პროგრამის წაქეზებით, ისრაელისადმი უკიდურესი დაპირისპირებითა და 2009 წლის დემონსტრაციების სისხლიანი ჩახშობით ხასიათდებოდა, პრეზიდენტობის შემდეგ მისი მიდგომები შეიცვალა. მას აიათოლა ხამენეისთანაც გაუფუჭრდა ურთიერთობები, 2017 წლის დემონსტრაციების წახალისების ბრალდებით დევნაც დაუწყეს ხოლო რუსეთის მხრიდან აგრესიისას ღიად უკრაინის მხარდამჭერ პოზიციაზე დადგა მაშინ, როდესაც რეჟიმი რუსეთს აიარაღებდა.
2024 წელს მისი მოკვლის მცდელობა იყო. არის ვარაუდი, რომ მისი მოშორება აიათოლას რეჟიმს სურს, თუმცა ისრალიც ღიად მტრობდა მას. ზოგჯერ მას რეჟიმის ოპოზიციად მოიაზრებდნენ. არა ისრაელისა და დასავლეთისადმი კეთილგანწყობილ პოლიტიკურ ალტერნატივად, მაგრამ ირანში არსებული რეჟიმის ზოგად ალტერნატივად. საკმაოდ კომპლექსური ფიგურა არის/იყო იგი.
ახლა ირანში რეჟიმის ცვლილებას ყველაზე მეტად რეზა ფაჰლევი, ირანის ყოფილი შაჰის შვილი უჭერს მხარს და საკუთარ თავს ყიდის როგორც ერთადერთ სახელისუფლებო ალტერნატივად. იგი პრო-დასავლური და პრო-ებრაული ფიგურაა. თუკი რეჟიმის ცვლილება მოხდა – რისი შანსიც ამ ეტაპზე კვლავ არაა დიდი – სწორედ ის შეეცდება დემოკრატიულ და მოდერნისტ ალტერნატივად წარმოჩინდეს. მოდერნისტად შეიძლება, მაგრამ დემოკრატიულად – საკამათოა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved