ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გიორგი გახარიაზე მმართველი გუნდი მოახლოებულ არჩევნებზე პოლიტიკური ძალების კონკრეტულ გეგმას უკავშირებს.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გადამდგარი პრემიერი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის კანდიდატს ეხმარება, რათა დედაქალაქში არჩევნების მეორე ტური გაიმართოს.
„იმასაც მოვესწარით რომ, სააკაშვილი უკვე გახარიასაც აქებს – ძალიან მეუცნაურება. არ მინდა, დავიჯერო. პირველი დღიდან გადადგომისა და შემდეგ კახი კალაძის კონკურენტად დადგომა, წაგებულ ომში რომ შედის, ერთადერთი, შეიძლება შეფასდეს მავნებლობად, რომ ეხმარება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკა მელიას, რომ დედაქალაქში მეორე ტური შედგეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
კომენტარები