• რეკლამა
  • კონტაქტი
21:43, სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ირაკლი შოთაძე მონაწილეობდა წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების გაფორმების პროცესებში”

ალია ავტორი - ალია
18:04 01-21-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

ირაკლი შოთაძე მონაწილეობდა წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების გაფორმების პროცესებში, – ჰყვებიან დაზარალებულები, უფლებადამცველები და იურისტები.
სავარაუდოდ წართმეული ქონების საქმეების ძირითადი ნაწილი არ არის გამოძიებული პროკურატურის მიერ და არც ქონებაა დაბრუნებული.
გაჭიანურების ერთ-ერთ სავარაუდო ფაქტორად სახელდება სწორედ ირაკლი შოთაძის მუშაობა გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელ პოსტებზე.

გენპროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნებას ბევრი ეწინააღმდეგება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მას ღირსეულ, პატიოსან პროფესიონალად ახასიათებს.

ბიზნესმენ ადეიშვილის საქმე
 
ბიზნესმენი დავით ადეიშვილი შპს „ლეონის“ 50%-იანი წილის მფლობელი და ამავე კომპანიის დირექტორი იყო. კომპანია ეწეოდა, მათ შორის – SONY-სა და YAMAHA-ს პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას. წლიური ბრუნვა დაახლოებით 3 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ადეიშვილს წლებია ადვოკატირებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. ორგანიზაციის ინფორმაციით:

2009 წლის 20 აგვისტოს, გვიან ღამით, დავით ადეიშვილი სახლიდან წაიყვანეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა;

ფინანსურ პოლიციაში ადეიშვილი დაკითხეს და ბრალად წაუყენეს ჯერ თაღლითობა, ხოლო შემდგომ – კრედიტის მოტყუებით მიღება (სსკ-ის 208-ე მუხლი);

ფინანსურმა პოლიციამ მოტყუებით გადაიფორმა შპს „ლეონის“ 100% წილი;

9 თვის განმავლობაში დავით ადეიშვილი არ აღიარებდა წაყენებულ ბრალს; შემდეგ კი, როგორც თავად ამბობს, შვილების მისამართით მუქარის გამო, ბრალის აღიარება მისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო;


საბოლოოდ, ადეიშვილმა მოაწერა ხელი საპროცესო შეთანხმებას და გადაიხადა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით;


მისი კომპანია გაკოტრდა, მიწის ნაკვეთი კი სახელმწიფოს კუთვნილება გახდა.

„საგამოძიებო ორგანოს მხრიდან დავით ადეიშვილის მიმართ წარმართულ უკანონო საგამოძიებო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა საქმის გამომძიებელი პროკურორი – ირაკლი შოთაძე… საბრალდებო დასკვნას მისი ხელმოწერა აქვს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.

წყარო: რადიო თავისუფლება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved