• რეკლამა
  • კონტაქტი
08:22, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ირაკლი ოქრუაშვილს იმის ზრდილობაც არ აქვს, დღეს მაინც მოიხადოს ბოდიში”

ალია ავტორი - ალია
17:45 07-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

ირაკლი ოქრუაშვილს იმის ზრდილობაც არ აქვს, ბოდიში მოიხადოს, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე განაცხადა, სადაც ის მოწმის სახით იკითხება.

“ბოდიშს მაშინ იხდიან, როცა უჭირთ. ოქრუაშვილი რომ გამოვიდეს, დღესაც აღიაროს, იქნებ რამე ეშველოს, მაგრამ არ იტყვის, მაგის კაცი არაა….ბუტა ისეთი ბავშვი იყო, 10-11 საათზე სახლში იყო, მორიდებული ბიჭი იყო, ვარჯიშობდა, სწავლობდა. ბიჭებმა გამოუარეს, დიღომში დატოვეს…10-ს აკლდა წუთები, იამ რომ დამირეკა, ბუტა არაა სახლში მოსულიო. ჩავედი კეკელიძის ქუჩაზე და ვნახე, რომ რაღაც თავშეყრა იყო. ნიღბიანი პირებიც იყვნენ. ავედი სახლში და კარზე აბრახუნებენ ძლიერად. როდესაც შემოვიდა გამომძიებელი, რამდენიმე ნიღბიანი შემოყვა. დაიწყეს ჩხრეკა, ამოაყირავეს მთელი სახლი, მე არც ვიცოდი თუ ჩემი შვილი გარდაცვლილი იყო. დავურეკე პოლიციის უფროსს, დათო იაშვილს და ვეკითხები რა ხდება, რატომაა ჩხრეკა-მეთქი, მითხრა საჭიროაო და ყურმილი დამიკიდა.

მოვიდა ერთი ადამიანი და მითხრა ბუტა დაჭრილია და საავადმყოფოშიაო. ერთი ვიცი, რომ დაჩეხილი იყო ჩემი შვილი და სიმართლე არ თქვა არავინ. მე როდესაც 11 თვის შემდეგ გამატანეს ჩემი შვილის “კურტკა”, ჩემთვის დამთავრდა გამოძიება და რომ ამბობენ ბაშალეიშვილს გაუვარდაო. ამ კასეტას დონაძე დიდი ხანი მალავდა.

ერთი რამ მიკვირს, ორი წელი დამნაშავეს ეძებდნენ და პოლიციელმა, რომელმაც ტაბელური იარაღით მოკლა ჩემი შვილი, ცხრა თვე პოლიციაში ამუშავეს. დაბლოკილები ვიყავით, გვაფურთხებდნენ, არავინ არ გვაშუქებდა, ერთი მახსოვს, “პირველი არხის” გოგო იყო მაშინ, გააშუქა და მერე მგონი, საერთოდ გააგდეს ის გოგო სამსახურიდან. ბაშალეიშვილმა როცა გაისროლა და მოკლა, იმ წუთშივე უნდა დაედოთ ხელბორკილი”

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

“ალიას” ზუსტად მაგ პერიოდში უამრავი პუბლიკაცია და ინტერვიუ აქვს დაბეჭდილი რობაქიძის საქმეზე, ამის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. შეიძლება, ბატონო სოსო, მართლაც იყო ბევრგან დაბლოკილი, მაგრამ არა “ალიაში”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved