• რეკლამა
  • კონტაქტი
15:27, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ირაკლი კობახიძემ ისეთი სვლები გააკეთა, რომ ღარიბაშვილის ერთადერთი იმედიც ჩაქრა ბერას სახით” – ლაშა ფარულავა

ალია ავტორი - ალია
14:36 11-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
123

ნაცმოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა:

,,ივანიშვილის კარზე ბოლო ჟამის თამაშები და ქოცების შიდა წიოკი გრძელდება!

ამჯერად ირაკლი კობახიძემ ისეთი სვლები გააკეთა, რომ ღარიბაშვილის ერთადერთი იმედიც ჩაქრა ბერას სახით, რომელიც ჩინეთში გრძელვადიან არდადეგებზე გაუშვეს.

მოდით, მხოლოდ ფაქტებს მივყვეთ და ფაზლებად ავაწყოთ.

ბერას ქოლცენტრებთან კავშირზე საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა. ანუ, თაღლითური ქოლცენტრები რომ გუგუნებს და ვიღაც მფარველობს, ეს ყველამ იცის.

ლილუაშვილი რაც ჩასვეს, ეს სფერო კრიმინალებმა გადაიბარეს – პატარა ბავშვმაც კი იცის ქუჩაში. ჰოდა, ეს კითხვები დაგროვდა ბერას მიმართ, მან კი პასუხად გვითხრა, ყველას გიჩივლებთო.

მაგრამ სანამ დავით ასათიანი საჩივარს წერს, ამ დროს თბილისში ჭორები დაიყარა, ტყუპ ძმებს, ფეიქრიშვილებს, ბერას ხმოვანი მამხილებელი შეტყობინებები აქვთო.

შემდეგ კაწროს და ვატოს ხაჭაპურის ჭამის გამო იჭერენ, ამ დროს კი გლდანის ციხეში დიდი გარჩევა ხდება.

ტყუპი ფეიქრიშვილების საკანში ბერას სამეგობრო მოათავსეს, დავით ფეიქრიშვილი დალეწეს და აწამეს.

პენიტენციური უარყოფს, სახალხო დამცველი დუმს, ყველა ყველაფერს უარყოფს, სანამ ნაწამები ფეიქრიშვილი „ვივამედში“ ცოცხალ-მკვდარი არ მიიყვანეს.

ანუ, აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო სისტემამ კრიმინალებს ჯერ ციხემდე მწვანე დერეფანი გაუკეთა და შემდეგ ამბავი გახეთქა…

ყველამ ყველაფერი გაიგო, მაგრამ არც პენიტენციური სამსახურის უფროსი და არც გლდანის ციხის უფროსი არავის დაუკავებია.

მხოლოდ ის გაირკვა, რომ ბერამ ქვეყანა დატოვა.

ანუ, ირაკლი კობახიძემ ბატონის კარზე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა და მდინარაძის ჩახრიალებაზე აბაროტი აიღო.

ორივე კრიმინალური ჯგუფი ახლა მის ხელშია და მხოლოდ კახი კალაძის ჩამოშორებაღა დარჩა, რომ ბატონის კარზე უალტერნატივო ფიგურად დარჩეს.

სანამ ოცნების შიგნით კრიმინალების ჯირითია, ამასობაში ხალხს გაზსა და წყალზე ტარიფებს უძვირებენ, სათამაშო ბიზნესს კი გადასახადებს უხსნიან და ახალგაზრდებს ლუდომანიისთვის სწირავენ.

საპატრიარქომ ამ ყველაფერს მსუსხავი კრიტიკით უპასუხა, მაგრამ ახლა მთავარი ხალხის პასუხია.

ამ კრიმინალურ, კორუფციაში ჩაფლულ და ზნეობრივად გახრწნილ პოლიტიკურ სისტემას ხალხმა ერთიანი წინააღმდეგობით უნდა უპასუხოს და ამის ერთ-ერთი შესაძლებლობა 28 ნოემბერია!“

თეგები: ლაშა ფარულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის
ახალი ამბები

მითები და რეალობა ანალიზების შესახებ – სად გადის ზღვარი ჩვევებსა და ლაბორატორიულ სიზუსტეს შორის

09:00 11-02-2026
ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე
ახალი ამბები

ძუძუს ჯანმრთელობა და თანამედროვე დიაგნოსტიკა: რა უნდა ვიცოდეთ MRI კვლევაზე

15:28 11-01-2026
“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved